თსუ-სა და თიბისი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 17:03, 29 Jun, 2017     1382
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი.

„თიბისი ბანკი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ. „უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის თანამშრომლობა. ეს არის ერთგვარი სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობის აქცია. საუბარია მომავლის პროექტებზე - ელექტრონული ბაზების გამოყენებაზე სწავლებაში, ქართულ ენაზე ზრუნვაზე, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამებზე, საუნივერსიტეტო ელექტრონულ მაღაზიაზე. ეს ყოველივე ინოვაციურია. ჩვენ მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას და სხვა პოტენციურ მსურველებსაც ვთავაზობთ თანამშრომლობის ამ მოდელს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკისთვის“ : „ეს არ არის სტანდარტული ხელშეკრულება. აქცენტი გავაკეთეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და სიახლეებზე, რაც აუცილებელი მოთხოვნაა 21-ე საუკუნეში.“

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად შემუშავება და განხორციელება, როგორებიცაა: ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში; ელექტრონული წიგნის სახლის „საბას“ - ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა; სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება; სპეციალურად უნივერსიტეტისთვის ონლაინ ბრენდ მაღაზიის შექმნა; უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათივე მონაწილეობით აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; სხვადასხვა სახის ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალ თაობაზე.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “თიბისი ბანკის“ თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია სპეციალური საბანკო პროდუქტების შექმნა, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამით კარგ საფუძველს ვქმნით უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო სტრუქტურების თანამშრომლობისათვის, „ - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.

„თიბისი ბანკსა“ და თსუ-ს შორის ღირებულებათა მყარი თანხვედრაა, ორივე ინსტიტუცია თავის პრიორიტეტად ახალგაზრდების მხარდაჭერას მიიჩნევს და ამ მხრივ, ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ასევე ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქართული ენის განვითარებასა და განმტკიცებაზე ზრუნვა, რაც ერთობლივი პროექტებით განხორციელდება.

გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, „თიბისი ბანკი“ უნივერსიტეტს გაუზიარებს გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია, საბანკო პროდუქტების შექმნა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42