ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 14:12, 29 Jun, 2017     1616
თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან და ისნის რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისში, ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, განხორციელდება 1,5 კმ-ზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია და მოეწყობა გზის საფარი.

თბილისის მერის თქმით, კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, სადაც გზა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაკეთებულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რათა სწავლის დაწყებისთვის გზა ორივე მიმართულებით იყოს გახსნილი. ასფალტის ახალი საფარი დაიგება ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის ქუჩებზე. ასევე, გზის დაზიანებული ნაწილი აღდგება მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამ დროისთვის, სამუშაოები ზურაბიშვილის ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეწყობა ტროტუარები, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42