„ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი“ XIM და XIN სალიცენზიო ბლოკებზე სამუშაოების წარმოებას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:39, 18 Jun, 2013     950


სალიცენზიო ბლოკებზე მოპოვებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებს კონსორციუმსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. თუმცა, "ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმმა" ბლოკებზე ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლება 2012 წლის 5 ივნისს ,,ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" მიერ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად გამართულ ღია საერთაშორისო ტენდერში მოიპოვა.



ხელმოწერის ბონუსი ორივე ბლოკზე სულ 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, თითოეულ ბლოკზე კონსორციუმი კომპლექსური გეოფიზიკური კვლევების ჩატარებას გეგმავს. მათ შორის, ორ და სამგანზომილებიანი სესისმური სამუშაოების განხორციელებას. ხელშეკრულებით, ინვესტორი ვალდებულია ორივე ობიექტზე 25 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადოს.

XIM სალიცენზიო ბლოკის ტერიტორია ადმინისტრაციულად მიეკუთვნება თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და თეთრი წყაროს, ხოლო XIN ბლოკის ტერიტორია _ თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და საგარეჯოს რაიონებს.

კონსორციუმის დამფუძნებლები არიან: ქართული კომპანია სს "ნორიოს ნავთობის კომპანია", ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ჯორჯია ოილ ენდ გეზ ლიმიტედი", "ჯორჯია ოილ ენდ გეზ თრიალეთი ლიმიტედი" და ,,ჯორჯია ოილ ენდ გეზ ნორიო ლიმიტედი".

2011 წლიდან "ჯორჯია იოლ ენდ გეზ ლიმიტედი" ნავთობისა და გაზის ოპერაციებს სამ სალიცენზიო ფართობზე ახორციელებს. ასევე, სს ,,ნორიოს ნავთობის კომპანიასთან" ერთად ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას XIA სალიცენზიო ბლოკზე.

2012 წლის განმავლობაში ,,ჯორჯია იოლ ენდ გეზ ლიმიტედმა" 7 201 040 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, 2013 წელს დაახლოებით 7 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42