"ჩემი 2 შვილის გადიდებული ფოტო ნახეს კედელზე და ცარიელი "შკაფი", სოციალური მაინც მომიხსნეს"
საზოგადოება - 18:10, 28 Jun, 2017     7515
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ორსართულიან ავარიულ სახლში 87 წლის ლილი დარახველიძე მარტო ცხოვრობს.

სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოხუც ქალს, რომელიც 7 წლის განმავლობაში შეჭირვებულთა ერთიან ბაზაში, 27 ათასი სარეიტინგო ქულით ირიცხებოდა, გასულ თვეში 60-ლარიანი ფულადი შემწეობა შეუწყვიტეს. ახლა მისი ერთადერთი შემოსავალი ყოველთვიური პენსიაა, რომელიც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად ყოფნის. ვერ ახერხებს მისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენას, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო მეტად ურთულდება:

"ჩემი ორი შვილის გადიდებული ფოტო და ცარიელი "შკაფი" ნახეს ჩემთან, სოციალური მაინც მომიხსნეს. 2010 წლიდან ვირიცხებოდი სოციალურად შეჭირვებულთა სიაში, მაშინ 30 ლარი მქონდა. მერე გამიხდა 60 ლარი. ამას ვიღებდი მაისის თვემდე. 12 მაისს მოვიდა აგენტი, გადაამოწმა, ყველაფერ ნოლზე მომაწერია ხელი, ეწერა, რომ პენსიის გარდა არაფერი არა აქვს შემოსავალიო, მარა ქულა მოვიდა 65 ათასზე მეტი. მანამდე 27 ათასი მქონდა. მივედი იქანე, მითხრეს ამას თბილისში წყვეტენო. არც მომისმინა, შეხვედრაზე ვარ წასასვლელიო. სახლში რომ იყო ჩემთან წერდა; ქათამი არა, "ვეში" არა, შემოსავალი არა, გაზი არა. მერე რა დამიანგარიშეს რა ვიცი.. ის სახლი თუ ნახეს გადახურული, ვუთხარი მთავარობა დამეხმარა-მეთქი. დამტიეს დახმარების გარეშე. ექიმმა ჯანმრთელობის ცნობა რომ მომცა, იმდენი დაავადება წერია იმ ფურცელზე და იმდენი წამალი მჭირდება, რა ვქნა მითხარი. ავად ვარ ბებია. თავი ქალის ტრამვა მაქვს. არტერიული ჰიპერტონია, საერთო სისუსტე, თავბრუ ხვევა, ჰაერის უკმარისობა, ყველაფერი წერია მაგერ. ტკივილები მაქვს გულ-მკერდის არეში, წამლები გამომიწერა ექიმა, ვიკითხე აფთიაქში ერთი 25 ლარი ღირს, მეორე 50 ლარი. რაფერ ვიყიდდი ბებია? მივანებე თავი"- აცხადებს ლილი დარახველიძე.

ლილი დარახველიძის ორსართულიანი ხის სახლი ავარიულია. საცხოვრებელს არა აქვს ფანჯრები, ჩავარდნილია იატაკი, ჩამონგრეულია ჭერი. უამინდობის დროს, პირველი სართულზე წყალი დგება. როგორც თავად გვიყვება, ყოფილა შემთხვევა მთელი ღამე ფაქტიურად დატბორილ ოთახში გაუთენებია. ორი სართულიდან მხოლოდ ერთი ოთახით სარგებლობს, სადაც ორი რკინის საწოლი და პატარა ტელევიზორი უდგას. გამომდინარე ასაკიდან, ვერ ახერხებს ვერც მიწის დამუშავებას და ვერც შინაური ცხოველების ყოლას:

„ეზოში სულ რამდენიმე ძირი თხილი მაქვს. არც საყოლი მყავს, არც ქათამი. მიწას მე ვერ ვამუშავებ და კი ვარ მარტო პენსიის ამარა. არაფერი მე არ გამაჩნია. ამოყრილია "პოლი", ჭერი არ მაქვს ფაქტიურად. ფანჯარა ორი ცალი მეზობელმა მაჩუქა და ის ჩავსვი. ამოყრილია ძელები, წყალი შემოვარდა რამდენჯერ სახლში და იმფერ ოთახში გამითევია ღამე, წყალში იდგა "ლოგინი". სახლს სახურავი გადააძრო ქარმა და მადლობელი ვარ გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის და გუბერნატორის, გია სალუქვაძის, გადამიხურეს სახლი. დიდი სიკეთე გამიკეთეს. მაგათი დამსახურებით ვარ დღეს ცოცხალი. ერთადერთ ნათურას ვანთებ სახლში, ტელევიზორი მაქვს ძველი და ერთადერთ არხს ვუყურებ საზოგადოებრივი მაუწყებელია მე მგონი. სოციალური რომ მომიხსნეს, არხებიც გამითიშეს. გვიან ღამით ბრიფინგებს ვუყურებ და მორჩა. პური და ყველი კი მაქ სულ. მეტი არაფერი. მაცივარი რომც მქონდეს რატომ ჩავრთავ, რაა შიგ რომ გაფუჭდეს? შვილიშვილი მყავდა სტუმრად, საჭმელი ხომ უნდოდა? გამოვიტანე ორი თვის პენსია წინასწარ, ვუყიდე ბაღანას საჭმელი და მერე ერთი თვე ვიყავი მშიერი. მერე მითხრა, ბებია არასდროს აღარ შეგაწუხებ აწიო. იმათაც თავი უჭირთ, რა ქნან"?

ლალი დარახველიძე მრავალშვილიანი დედა იყო. ორი შვილი გარდაცვლილი ჰყავს. ერთი ბიჭი 33 წლის, მეორე კი 41 წლის ასაკში. მისი თქმით, ახლა მხოლოდ ორი გოგო დარჩა. იმათ საკუთარი ოჯახები ჰყავთ და არც ეკონომიურად არიან ისე ძლიერად, რომ დედისთვისაც შეძლონ დახმარების გაწევა:

"ორი ბიჭი მკვდარი მყავს. ერთი 1998 წელს ავარიით დამეღუპა, 33 წლის იყო. მეორე 2002 წელს 41 წლის ასაკში. ორი გოგო დამრჩა. ერთი თურქეთშია წასული სამუშაოდ, შვილები ჰყავს, შვილიშვილები და ხომ უნდა მიხედოს? უმუშევრები არიან კაცები ყველა. ადრე მუშაობდნენ მშენებლობაზე, ახლა იქაც აღარაა სამუშაო. სამსახური არაფერი აღარაა, მშენებლობებიც არ არის. რა ვქნა ბებია, ჩემი ორი ვაჟკაცი, მიწაში მყავს და ვის უნდა მოვთხოვო დახმარება? დღეს იმფერი დროა, ყველას მისი თავი უჭირს"- აცხადებს ლილი დარახველიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42