სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იბერიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:59, 28 Jun, 2017     2122
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიურო, ტელეკომპანია იბერიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 27 ივნისს, ტელეკომპანია იბერიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სამტრედიის რაიონ სოფელ მელაურში მდებარე ე.წ. „ტაბელმანების“-ს ტყეში აღმოჩენილ გვამთან დაკავშირებით.

აღნიშნულ სიუჟეტში ნახსენები იყო სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელშიც მოხდა აღნიშნული გვამის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

სიუჟეტში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ექსპერტიზის ბიურო არის ნახსენები, როგორც აღნიშნული გვამის იდენტიფიცირების დამდგენი ორგანო ვაცხადებთ შემდეგს:

2015 წლის 30 იანვარს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ რეგიონალურ დეპარტამენტში შემოვიდა შსს-ს სამტრედიის რაიონული გამყოფილების დადგენილება, რომლითაც ითხოვდნენ ვიაჩესლავ ბრიუშკოვის სახელით და გვარით შემოყვანილი გვამის სამედიცინო ექსპერტიზას.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ექსპერტიზის მიმართ საგამოძიებო ორგანოს მიერ გვამის იდენტიფიცირებაზე კითხვა არ დასმულა.

გვამის გაკვეთა დასრულდა შემოსვლის დღესვე და გაიცა შსს-ს შესაბამის წარმომადგენელზე მათ მიერ წარმოდგენილი სახელით და გვარით.

მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდგომ, უკვე აღებული მასალის კვლევის პროცეში საგამოძიებო ორგანომ მოგვმართა აღნიშნული გვამის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, უკვე როგორც უცნობ გვამზე.

სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა გასცა უცნობ გვამზე 2015 წლის 14 აპრილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საგამოძიებო ორგანოს მიერ წარმოდგენილ გვამზე იდენტიფიკაციის მიზნით დნმ ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

პროცედურის განმარტების მიზნით ვაცხადებთ, რომ გვამის ექსპერტიზის ბიუროში წარმოდგენის დროს, საგამოძიებო ორგანოები დადგენილებაში მიუთითებენ გვამის სახელს და გვარს, ან წარმოდგენენ, როგორც უცნობ გვამს. გამოძიება ექსპერტიზის წინაშე სვამს კონკრეტულ კითხვებს, რომლებზეც ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. ექსპერტი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს დასმული კითხვების ინტერპრეტაცია. დნმ ექსპერტიზა (მათ შორის პირის იდენტიფიკაციისთვის) ტარდება მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში და მათ მიერ შესადარებელი პირების (ნიმუშების) წარმოდგენის შემდგომ"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42