ელტონ ჯონის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, “SOLO“ და კომპანია „Eastern Promotions“ ქართველ მელომანებს კიდევ ერთ შანსს აძლევს ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის კონცერტს 17 სექტემბერსაც დაესწრონ.
17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ივლისის დილის 09:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.
16 სექტემბერს, ლეგენდარული მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი 25 ივნისს, ონლაინ, დაახლოებით ერთ საათში გაიყიდა. დაპირებისამებრ, 29 ივნისს დილის 09:00 საათიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს - „Wonderful Crazy Night Tour“-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“.
რიგით, 33-ე ალბომი, „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა.
250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა - 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის - The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.
1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა.
1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში. 1992 წელს, მან „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:
http://facebook.com/www.SOLO.ge
მასალის გამოყენების პირობები