ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სჯულის კანონის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეუფე იაკობმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება დეკანოზისთვის ეპიტემიის (სასჯელის) დადებასთან მიმართებით, რისი უფლებაც პატრიარქის ქორეპისკოპოსს არ ჰქონდა.
აღნიშნულის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბრისას დაკავებული დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ კომენტარი გააკეთა. თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ თვითნებური გადაწყვეტილების გამო, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა პასუხი უნდა აგოს:
„მიზეზი რა გახდა ამ გადაწყვეტილების ამას ვერ ვიტყვი, გასარკვევია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია აქამდე სად იყო? თუ შესაჩერებელი იყო, აქამდე რატომ არ შეუჩერეს? განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეუფე იაკობმა თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება ეპიტემიასთან დაკავშრებით, რისი უფლებაც არ ჰქონდაო, თუ მეუფე იაკობი არ მოიქცა სწორად და მეუფე დიმიტრის თავზე გადაახტა, პასუხს რატომ არ სთხოვს მეუფე იაკობს? რატომ არ უნდა აგოს მეუფე იაკობმა? მე დიდი ეჭვები მიჩნდება ამ ყველაფერთან მიმართებით, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრიმ საკუთარი ნებით მიიღო და არა ზეწოლით, ჩემი აზრით ამას მამა გიორგი მორჩილებით მიითებს, მათგან განსხვავებით, მაგრამ მეუფე იაკობს პასუხი უნდა მოსთხოვოს მეუფე დიმიტრიმ“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მისი ძმა ჩვენტან საუბრისას აცხადებს, რომ დეკანოზი თავს დღითიდღე უკეთ გრძნობს, რადგან მისი სიმართლის დამტკიცების მომენტი ახლოვდება.
„მამა გიორგი თავს დღითიდღე უკეთ გრძნობს, რადგან მისი სიმართლის დამტკიცება ახლოვდება, აქედან გამომდინარე რაც დრო გადის მამა გიორგი უკეთ არის“, - დაცძენს თორნიკე მამალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






