თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან
საზოგადოება - 17:36, 27 Jun, 2017     1585

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს.

ტრენინგები დღეს დაიწყო და პირველ შეხვედრას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ასევე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. მათ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან. თემურ თორდინავას განცხადებით კი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კადრების კვალიფიკაციის ამაღლება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ტრენინგები კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. კურსის მთავარი თემა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას დაეთმობა. სწავლება შეეხება პირველად სამედიცინო დახმარებას გულის გაჩერების, სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის, გულის წასვლის, სისხლდენის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიის, ტრავმების და სხვა ხშირი სამედიცინო მდგომარეობების დროს.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას. მსმენელები შეისწავლიან იმ ღონისძიებებს, რომელსაც უნდა მიმართონ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდება ხელმისაწვდომი. ტრენინგზე მოწოდებული მასალა ეფუძნება თანამედროვე, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს.

ტრენინგს გაუძღვება პროფესორი ირინა წირქვაძე, რომელიც კომპანია „ევექსის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს და ამავდროულად, არის ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42