თბილისური ვენდეტა - 27 წლის გიორგი ფირცხელიანის მკვლელობის დეტალები და ვერსიები
კრიმინალი - 17:26, 27 Jun, 2017     36868
,,საძმოებს“ შორის სისხლიანი გარჩევები და კრიმინალური ანგარიშსწორებები 90-იანი წლების თბილისის თითქმის ყოველდღიურობა იყო. სამწუხაროდ, მრავალი წლების შემდეგ თბილისურ ვენდეტას კვლავ ეწირება უამრავი ახალგაზრდა - დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ისინი ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან.

24 ივნისს ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში, სტადიონზე 27 წლის გიორგი ფირცხელიანი ჩაცხრილეს. პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცის მკვლოელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს.

„ნიუპოსტს“ შემთხვევის ადგილზე უყვებიან, რომ ფირცხელიანს ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას მიმართულებით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი მისდევდა, რომელმაც დევნის მომენტში მას ორი ტყვია ესროლა. დაჭრილი ახალგაზრდა განწირული ყვირილით (არ მომკლათ - ადგილობრივის მონაყოლი-ავტ.) სტადიონზე შევარდა, რა დროსაც მას დაახლოებით ხუთი ტყვია მიჯრით დაახალეს. როგორც ჰყვებია, სასტიკ სურათს მოზარდებიც შეესწრნენ, რომლებიც შემთხვევის დროს სტადიონის მიმდებარედ იყვნენ.

ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, ყელისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

მედიისთვის ბრალდებულის ვინაობა და მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ამჟამად მის დასაკავებლად ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამის პარალელურად „ნიუპოსტისთვის“ სასტიკი მკვლელობის შესაძლო მოტივის შესახებ ხდება ცნობილი.

როგორც გიორგი ფირცხელიანის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, 27 წლის ახალგაზრდა შემთხვევით მოკლეს. უფრო კონკრეტულად, პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა აცხადებს, რომ ბრალდებულს მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე კონფლიქტი მოუვიდა გარდაცვლილის ახლობელთან და საბედისწერო ღამეს გიორგი მასში აერია.

„ნიუპოსტის“ სხვა წყარო ყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები იმავე ღამეს ამოიღო და დამნაშავის იდენთიფიცირებაც რამდენიმე საათში მოხდა - ეს ბუნდოვანი კრიმინალური საქმის ერთი ვერსიაა, მეორე ვარაუდის მიხედვით, კი 27 წლის ახალგაზრდა კაცის სადისტური მკვლელობა, შესაძლოა, 8 წლის წინ მომხდარ დაჭრას უკავშირდებოდეს.

კერძოდ: 2009 წლის 24 აგვისტოს, ქუთაისში ორი ახალგაზრდა: აკაკი დევიძე და თეიმურაზ მეფარიშვილი დაჭრეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 19 წლის გიორგი ფირცხელიანი დააკვეს.

შს სამინისტროში აცხადებდნენ, რომ დაკავებულმა ცეხცლსასროლი იარაღით აკაკი დევაძე თავის არეში თეიმურაზ მეფარიშვილი კი მუცლის არეში დაჭრა.

დაკავებულმა დანაშაული აღიარა და სასჯელიც მოიხადა. მოარული ხმები სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი მკვლელობა 8 წლის წინ დაიგეგმა.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტს თბილისურ ვენდეტას უწოდებს გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი.

მათი ვარაუდი სრულიად განსხვავდება ზემოთ მოყვანილი ფაქტებისგან. გიორგი ფირცხელიანის ბურუსით მოცულმა მკვლელობამ დღის სინათლეზე ამოატივტივა "სადახლოს საქმე“. „ნიუპოსტს“ თემის მომზადებისას კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, რომ 27 წლის ბიჭის მკვლელობა, შესაძლოა, 2013 წელს საქართველო-სომხეთის საზღვარზე მომხდარი სისხლიანი კრიმინალური გარჩევის გაგრძელებაც იყოს.

შეგახსენებთ რომ 25 ნოემბერს, სადახლოს, სასაზღვრო გამშვები პუნქტის შიდა პერიმეტრზე, მოწმეების, ვიდეო-კამერებისა და მესაზღვრეების თვალწინ, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ორი პირი - მერაბ კალანდაძე და 21 წლის გიორგი ფირალიშვილი მოკლეს. ხოლო დილარ მუკბანიანი მძიმედ დაჭრეს.

მოკლული მერაბ კალანდაძე, გიორგი ფირალიშვილისა და დაჭრილი დილარ მუკბანიანის მამების მეგობარი იყო და ის მეგობრის შვილებს საზღვარზე აცილებდა, რათა მოსალოდნელი შურისძიებისგან ეხსნა.

კრიმინალური ფაქტი შურისძიებას უკავშირდებოდა. სადახლოზე მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი ფირალიშვილსა და დილარ მუკბანიანს თავდამსხმელებთან ჩხუბი მოუვიდათ, რომლის შედეგადაც 6 დაკავებულიდან ერთ-ერთის ძმა დაიჭრა.

სადახლოზე მომხდარ მკლელობაში ბრალდებულებს: არჩილ გოგიშვილის, გიორგი ნავერიანის, ზურაბ კუხალაშვილის და შოთა ჭელიძეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში გავრცელებული ხმების მიხედვით, გიორგი ფირცხელიანი ბრალდებულ ნავერიანის ახლობელი იყო და არ არის გამორიცხული ახალგაზრდა სწორედ ამ ნათესაურ კავშირს შეეწირა.

თემის სიმძიმიდან გამომდინარე „ნიუპოსტი“ მოკლულის ოჯახის წევრებთან კონტაქტს მოერიდა. თუ გიორგი ფირცხელიანის ოჯახის წევრები ზემოთ მოყვანილი ვერსიების ირგვლივ კომენტარის გაკეთებას ისურვებენ, რედაქცია მზად არის მათი პოზიცია უცვლელად გააჟღეროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42