ლიბერთი ბანკისა და პირველი ნაბიჯის ახალი ინიციატივა ბავშვებისთვის „ვიმეგობროთ“
საზოგადოება - 13:32, 27 Jun, 2017     1169
ლიბერთი ბანკისა და პირველი ნაბიჯი საქართველოს ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება „ვიმეგობროთ“, რომელიც მიზნად ისახავდა პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას თანატოლებთან.

ღონისძიებაზე პატარა ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ახალი მეგობრები და ერთად ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის აღსაზრდელები არიან მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ვერ დადიან საჯარო სკოლებში და ვერ ერთვებიან ინკლუზიურ სასწავლო პროცესებში.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია შექმნას და ამასთანავე ხელი შევუწყოს ისეთი პლატფორმების განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მოზარდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ნიჭი, შესაძლებლობები, შეიძინონ განათლება და სასარგებლო უნარები, რათა დამოუკიდებლად შეძლონ არა მარტო საჭიროებების, არამედ უმაღლესი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ“. სწორედ, ამ საერთო ღირებულებით, უკვე სამი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფონდთან „პირველი ნაბიჯი საქართველო“. - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი

„პირველი ნაბიჯი 18 წელია ზრუნავს უზრუნველყოს სასარგებლო გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ღირსეული ცხოვრებისთვის. დიდი მადლობა ლიბერთი ბანკს, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვეხმარება ინიციატივების განხორციელებაში“ - პირველი ნაბიჯის დირექტორი, თამარ ზაალიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42