ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მანიფესტი განხორციელდა
საზოგადოება - 13:30, 26 Jun, 2017     1342
25 მაისს, ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით „თბილისი დარბის გმირებისთვის“ - ამ სახელწოდებით გაიმართა 5 კილომეტრიანი გარბენი ლისის ტბაზე. გარბენში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, რომელიც საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათი სახელების უკვდაყოფას ისახავდა მიზნად.

საქველმოქმედო გარბენით შეგროვებული თანხით დაგეგმილია წინასწარ შერჩეული რეკრეაციული პარკის რეკონსტრუქცია. პარკში დაიდგმება გმირების მონუმენტები, რომლებიც აღწერენ მათ ისტორიას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, გაისეირნოს და შეიტყოს მეტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის კურსდამთავრებული, ქართველი კადეტების მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს სოციალური აქტივობის გზით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ქართულ საზოგადოებაში.

ღონისძიების ორგანიზებაში ასევე ჩართულები იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თბილისის მერია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

,,მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ გარბენის ორგანიზებაში, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს დედაქალაქის ტრადიციულ ღონისძებად, რომლის მეშვეობითაც მიღებული თანხებით ყოველწლიურად მოხდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნისათვის თავდადებული პირების სოციალური აქტივობის გზით დაფასება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ლიბერთი ბანკი თანამშრომლობს, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ“. - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.tbilisirunsforheroes.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42