„პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო შედგა დროებითი სატრანსპორტო სქემა და ამოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა , მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება. ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე , შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიოუტერული პროგრამის მეშვეობით რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ. ასევე გადასაწყვეტი იქნება, დარჩება თუ არა პარკირების ადგილები პეკინის ქუჩაზე. დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება. ეს შეზღუდვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა- გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვა. როდესაც პეკინის ქუჩას ვაკვირდებოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია“- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
წყარო "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






