როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდები, რომლებიც სპორტულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, შენობიდან გამოსვლის შემდეგ დაჭრეს, მათგან ორი უშუალოდ შეჯიბრის მონაწილეა, ორი კი გულშემატკივარი.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა.
როგორც ირკვევა, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის ინფორმაციით, შელაპარაკება გულშემატკივრებსა და სპორტსმენებს შორის დაიწყო.
"დარბაზიდან გამოსვლისთანავე მოხდა ინციდენტი, მოხდა გასროლა, სასწრაფოდ მოხდა მათი განეიტრალება, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა"- განაცხადა დავით ქერქეზიშვილმა.
კლინიკაში სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტია მოთავსებული, არნიშნავენ, პაციენტს სხეულის ზედა ნაწილში, მათ შორის ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
“მიმღებ განყოფილებაში შემოყვანილ იქნა 2 მამაკაცი, რომლებსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ერთი მათგანის ჭრილობები შედარებით მსუბუქი აღენიშნება, ამიტომ ის პირველადი დამუშავების შემდეგ ალბათ გაეწერება. მეორე პაციენტს მრავლობითი, ღრმა ჭრილობები ჰქონდა, პირველადი დახმარება მიმღებ დეპარტამენტში აღმოუჩინეთ, გადაყვანილია საოპერაცი ბლოკში მდგომარეობა მძიმეა“ - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმ-რეანიმატოლოგმა ია დათუნაშვილმა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებულების ვინაობა უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები