,,ჩემი შვილი არის მძევალი“ - რა კავშირი აქვს როსტომაშვილის ბიზნესდავას ზურა ქუთელიას დაკავებასთან
საზოგადოება - 16:09, 24 Jun, 2017     27478
რა კავშირი აქვს დავით როსტომაშვილის ბიზნეს ინტერესებს დაკავებულ ზურა ქუთელიასთან. ქუთელიას დედა მარინა მიქაძე ,,ნიუპოსტთან“ შვილის დაკავების დეტალებს ჰყვება.

,,მე მაქვს ასეთი ეჭვი... პირადად ვისთანაც აქვს როსტომაშვილს დავა, იმ პიროვნებასთან ჩემი შვილი მეგობრობს. მე გავიგე სასამართლოდან, რომ როსტომაშვილს დავა ჰქონია კვიციანთან, სასამართლო დარბაზში მოვისმინე. მე პირადად არ ვიცნობ ამ კაცს. ერთადერთი ვიცი, რომ ზურას როსტომაშვილს, შეხვედრილიც არის სუფრაზე და მის ბიჭთანაც ურთიერთობდა“ -აცხადებს მარინა მიქაძე.

ქალბატონი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც პატიმარი გაექცათ, მიდიან და სახლიდან დაახლოებით, 50-60 მეტრში ზურას აპატიმრებენ.

,,ზურა ზუსტად მაგ დროს, არის სპორტულ დარბაზში, მოდის იქიდან სახლში, იცვლის, წყალი უნდა გადაივლოს, ტანსაცმელს იხდის რაც ეცვა და გადის გარეთ. შემდეგ სადარბაზოში ესაუბრება ბიჭებს და წარმოიდგინეთ, შემდეგ მიდის რომ როსტომაშვილს მოაგლიჯოს ჯაჭვი? თქვენ განსაზღვრეთ ახლა, რამდენად რეალურია ეს? სად არის აქ ლოგიკა. ჯერ ერთი, ჩიტი უნდა ყოფილიყო, რა სისწრაფით უნდა მისულიყო იმ ადგილას? ფიზიკურად ვერ მოასწრებდა. მეორეც, მე მაქვს ჩემი ეჭვი, რადგან კამერებს ჩვენ არ გვაჩვენებენ, არ მინახავს კამერების ჩანაწერი. ზუსტად ვიცი, რომ მომხდართან ზურას არაფერი აკავშირებს.

არანაირ დროში არ ჯდება. წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩაიდინა და ელოდებოდა პოლიცია როდის წაიყვანდა. არანაირ ჯაჭვში არ ჯდება“ - აცხადებს მარინა მიქაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი შვილი ,,მძევალია“.

,,მე მინდა რომ სიმართლე დადგინდეს. რატომ ადებს ხელს, იმიტომ რომ ბექა კვიციანთან ახლობლობს. ჩემი შვილის დღესდღეობით არის მძევალი. მე არ ვიცი ვის უნდა ვებრძოლო - როტომაშვილს თუ სისტემას? ჩემი ბრალია, რომ დაკავებული გაექცათ? საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება ამას. ყველა დედა იტყვის, რომ მისი შვილი უდანაშაულოა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი ფაქტებით, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. აქამდე კამერებიც არ იყო ამოღებული, გუშინ წინ რომ ითქვა, მერე დაინტერესდა პროკურატურა.

მე მინდა, რომ სიმართლე გაირკვეს, მეტს არაფერს არ ვითხოვ“ - აცხადებს მარინა მიქაძე ,,ნიუპოსტთან“.

იუმორისტ დავთ როსტომაშვილზე თავდასხმა მიმდინარე წლის 14 ივნისს მოხდა. ,,მომხდართან დაკავშრებით პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ზ.გ.-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ტ.-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის ი.ქ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი" -ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42