იზრუნე შენი ვებგევრდის წარმატებაზე!
საზოგადოება - 12:53, 24 Jun, 2017     1529

დღეს, გქონდეს სრულყოფილი ვებგვერდი ნიშნავს გქონდეს გაზრდილი ცნობადობა, კონკურენტუნარიანობა და გაყიდვების მაჩვენებელი! მჯობნზე მჯობნი არ დაილევა, თუმცა იმისთვის, რომ თქვენი ვებგვერდი იყოს ეფექტური

და შედეგიანი ბიზნესისთვის, აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. სტანდარტულობაში კი იგულისხმება იმ მნიშვნელოვანი კომპონენტების ერთობლიობა და ეფექტური კომბინაცია, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ვებგვერდს, მომხმარებლის ჩართულობას, აქტიურობას და კმაყოფილებას თქვენს საიტთან დაკავშირებით. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად:

✓ SEO ოპტიმიზაცია

ვთქვათ, მომხმარებელი ეძებს თქვენი ტიპის კომპანიას საძიებო სისტემაში, თუმცა იმის გამო, რომ იქ არ გიკავიათ მოწინავე პოზიცია, ის ირჩევს თქვენს კონკურენტს. დღევანდელ ინფორმაციულ ხმაურში მომხმარებლამდე გზის გასაკვლევად და საძიებო სისტემაში დასაწინაურებლად, კარგი იქნება, თქვენს საიტზე გათვალისწინებული იყოს SEO ოპტიმიზაცია.

✓ RESPONSIVE

ვებგვერდი საძიებო სისტემაში რომ იძებნება კარგია, თუმცა რა აზრი აქვს, თუკი ის არ არის ყველა პლატფორმაზე მორგებული და ერთნაირი ეფექტურობით არ იხსენება ნებისმიერ მოწყობილობაში. მითუმეტეს, რომ 21-ე საუკუნეში მათ ნაკლებობას, ნამდვილად, არ ვუჩივით.

✓ ტექნიკური გამართულობა

შემდგომ, იმისთვის, რომ მომხმარებელს არ შეექმნას დისკომფორტი და უკმაყოფილება თქვენს ვებგვერდზე გადმოსვლის პირველივე წამებიდან, აუცილებელია საიტი იტვირთებოდეს სწრაფად და იყოს ტექნიკურად მუდმივად გამართული და დაცული.

✓ ეფექტურობა

კარგია ინფორმაციის მიწოდება, თუმცა, მნიშვნელოვანია სწორი ფორმის შერჩევა ამ ინფორმაციის მისაწოდებლად. ამისთვის, თქვენი საიტი უნდა იყოს ეფექტურად დაგეგმარებული და ჰქონდეს აღქმადი სტრუქტურა, ზომიერი დიზაინი და ფუნქციონალი, რათა მომხმარებელმა შეძლოს მარტივი ნავიგაცია და სასურველი ინფორმაციის პოვნა ვებგვერდზე.

✓ შინაარსი

ვქვათ, საიტის ვიზუალით მოახდინეთ დადებითი პირველი შთაბეჭდილება, ამის შემდეგ აუცილებელია, ინფორმაცია, რომელიც ვიზიტორს საიტზე ხვდება იყოს თანმიმდევრული, ლოგიკური, დამარწმუნებელი და სრულყოფილად გადმოსცემდეს თქვენს კომპანიას, პროდუქტს თუ მომსახურებას.

✓ Call to action

შთაბეჭდილების ქმედებაში მოსაყვანად კი ვებგვერდში ჩადებული უნდა იყოს ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ეფექტური „ლინკები“, რეგისტრაციის და სიახლის გამოწერის ონლაინ ფორმები, საკონტაქტო ინფორმაციები თუ სხვა.. რათა დაინტერესებულმა მომხმარებელმა უმალვე შეძლოს თქვენთან დაკავშირება. რომ შევაჯამოთ, სწორედ ეს ელემენტები განსაზღვრავს რამდენ ხანს დარჩება ვიზიტორი საიტზე, დაბრუნდება თუ არა ის მომავალში და აღმოჩნდება თუ არა საიტი შედეგიანი თქვენი კომპანიის საქმიანობისთვის. ამიტომ, თუკი თვლით რომ დღეს თქვენი ვებგვერდი სრულად არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და გსურთ გახადოთ ის უკეთესი, მოქმედების დროა!

დღეს, ბაზარზე მრავალი ვებ კომპანიაა, თუმცა განსხვავებული ფორმატის მქონე, ინტერნეტ მარკეტინგულ კომპანია Goodweb-ი ეს არის სივრცე, სადაც თითოეულ ზემოთხსენებულ ელემენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ვებგვერდი მუშავდება 4 სხვადასხვა დეპარტამენტში, გამოცდილი გუნდის მიერ, სანამ ის საბოლოოდ გაეშვება და იხილავს დღის შუქს, თუმცა კომპანია მომხმარებელს სხვა ალტერნატივასაც სთავაზობს, თავად დარეგისტრირდეს ვებგვერდზე, მიიღოს 5 დღიანი საცდელი რეჟიმი (DEMO), აირჩოს დიზაინი და გამართოს ვებგვერდი რამდენიმე წუთში. თანაც ეს ყველაფერი სერვისად, პირველადი ინვესტიციის გარეშე, ყოველთვიური ანგარიშსწორების პრინციპით, თვეში 29-დან 49 ლარამდე.

ასე რომ, აღმოაჩინეთ თქვენი საჭიროებები, იმოქმედეთ დროულად და გახადეთ თქვენი ვებგვერდი უკეთესი! გახსოვდეთ, ის თქვენი სავიზიტო ბარათია ინტერნეტ სივრცეში!

დაინტერესდი?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42