უსაფრთხო სათამაშო - ომბუდსმენის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 11:31, 24 Jun, 2017     2198

2017 წლის 22 და 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სახალხო დამცველის მოადგილეებმა ნათია კაციტაძემ და ეკატერინე სხილაძემ საინფორმაციო კამპანიის – „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქიმიკოსებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებთან და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშოს“ წევრები, რომელიც სახალხო დამცველის კამპანიასთან თანამშრომლობის მიზნით დაფუძნდა.

შეხვედრაზე ბავშვის პიროვნული განვითარების პროცესში სათამაშოების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ქიმიური ანალიზის შესაძლებლობები შეაფასეს. აღინიშნა, რომ სათამაშოს, რომელსაც ფსიქოლოგები „ფსიქიკის ვიტამინსაც“ კი ეძახიან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით, ამ პროცესში კი უსაფრთხო სათამაშოს მიგნება დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქციას არ ახლავს ნივთიერებების შემცველი ანოტაცია და შერჩევა მხოლოდ ფასის მიხედვით ხდება.

სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია – „უსაფრთხო სათამაშოს“ ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42