დეკანოზისთვის აკრძალული ზიარება - ,,ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ფაქტი... მეუფე იაკობმა უნდა განმარტოს, რა წესებით ხელმძღვანელობდა“
საზოგადოება - 19:05, 23 Jun, 2017     14961
ე.წ. ციანიდის საქმე და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე - საკითხი კვლავ აქტუალურია. სასამართლო პროცესები განახლდა, პატრიარქი კი დეკანოზის ოჯახის წევრებს შეხვდა. დღეს საპატრიარქომ შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი არასრული ქრონომეტრაჟით გაავრცელა.

ჩანაწერში რამდენიმე საკითხი იკვეთება. დეკანოზის ზიარება, მისი გათავისუფლება პატრიარქის თავდებობით, თხოვნები, რომლებიც დეკანოზის ოჯახს პატრიარქთან აქვს და უპასუხოდ დატოვებული კითხვები.

გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ არც შეხვედრის დროს და არც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიაქროს კონკრეტული პასუხი არ გაუცია კითხვაზე თუ რატომ არ აზიარეს დეკანოზი და როდის მოხდება მისი ზიარება, დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადწყევტილებით დეკანოზს საეკლესიო სასჯელი - ეპიტემია დაედო და არ მოხდება მისი ზიარება.

„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას ესაუბრა. თეოლოგის განცხადებით, იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს საეკლესიო სასჯელის აღნიშნული ფორმა, საჭიროა, მცოდველთან საუბარი და მისი მოსმენა, თუმცა როგორც ცნობილია, დეკანოზთან მსგავსი საუბარი არ შემდგარა.

რაც შეეხება პატრიარქისა და სასულიერო პირის ოჯახის წევრებს შორის შეხვედრას, შემდგომ კი აუდიოჩანაწერის გავრცელებას, თეოლოგი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გამოყოფს:

„რამდენიმე ასპექტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. თორნიკე მამალაძის კითხვა, რომელიც მან დასვა და მასზე გაცემული პასუხი, სრულებით აცდენილია ერთმანეთისგან. კითხვის შინაარსი ითხოვს იმის გარკვევას, თუ რატომ არ აზიარეს 4 თვის განმავლობაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, პასუხი კი არის ის, რომ აზიარებენ მომავალში.

ამ პასუხით მოპასუზე საკუთარ თავსაც ავლენს, ასევე ავლენს იმ პროცესს, რომ ყოველივე არის დაფარული პატრიარქისაგან. თავად თორნიკეს რომ არ დაემატებინა, რომ პატრიარქს გაოცებული სახე ჰქონდა, არაფერი შეიცვლებოდა. ისევ და ისევ, აშკარად ჩანს ის რეალობა, რომ პატრიარქს უმალავდნენ ფაქტს, რომ დეკანოზი ითხოვდა ზიარებას. იმისათვის, რომ უხერხულობისთვის თავი აერიდებინათ, შემოიტანეს მოსაზრება, რომ აზიარებდნენ მომავალში.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პატრიარქს გარკვეული ჯგუფი მათთვის საჭირო ინფორმაციულ ველში ამყოფებს, რომელიც გარკვეული მიზნების მისაღწევად არის საჭირო. ამ ჩანაწერებში არაფერი ჩანდა, რაც დაადასტურებს, რომ მთავარ დეტალებსა და ასპექტებს იცნობს პატრიარქი ამ საქმესთან მიმართებით“, - აღნიშნავს თეოლოგი.

ვლადიმერ ნარსია ასევე ამახვილებს ერთ დეტალზე ყურადღებას, სადაც პატრიარქი თორნიკე მამალაძეს ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუსთვის საყვედურობს:

„არის ერთ საკმაოდ უხერხულ დეტალზე საუბარი - კითხვა, რომელიც დასვა პატრიარქმა „ასავალ დასავალის“ ინტერვიუსთან დაკავშირებით. მოპასუხე, ამ შემთხვევაში თორნიკე მამალაძე, ვერ გებულობს რას ეკითხება მას პატრიარქი. მისი პასუხი არის გულწრფელი, თუმცა მიუთითებს იმას, რომ პატრიარქი ამ შეკითხვით სხვა რამეს გულისხმობს. რეალურად ამ შეკითხვაში სხვა რამ არის ნაგულისხმევი, პატრიარქის განაწყენება სხვა რამით არის გამოწვეული“, - განმარტავს ნარსია.

თეოლოგი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო ახლადდაწერილი წესების სრულიად გაუგებარი კანონების სივრცეში მოქმედებს. როგორც ნარსია აცხადებს, გარკვეული ჯგუფის წარმოდგენით, ეკლესია არის კლუბი, რომელშიც ამ ჯგუფის მიერ მართული ადამიანები ერთიანდებიან:

„ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ საპატრიარქო მოქმედებს ახლადდაწერილი წესების სრულიად გაუგებარი კანონების სივრცეში. ეს წესები და კანონები იქმნება საპატრიარქოში გაბატონებული ერთი ჯგუფის მიერ. ამ წესებში იკითხება, რომ მათ ეკლესია წარმოუდგენიათ მხოლოდ იმ კრებულად, რომელსაც თავად განაგებენ. მათი წარმოდგენით ეკლესია არის კლუბი, რომელშიც ერთიანდებიან ერთი ჯგუფის მიერ მართული ადამიანები. ხოლო თუ ვინმე ვერ თავსდება ამ კლუბის ინტერესებში ან გააჩნია რაიმე ტიპის პრეტენზია, ეს ადამიანები განწირულნი არიან ამ კლუბის მიღმა გარემოთამაშეებად.

კანონიკურ სამართალს აქვს ზუსტი პასუხი იმაზე თუ რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს მცოდველი, დამნაშავე. ეპიტემია ნიშნავს სწორედ ამ სასჯელს, მისი უმთავრესი წინაპირობა გახლავთ ის, რომ აუცილებელია მცოდველთან, განსაკუთრებით სასულიერო პირთან, შედგეს გარკვეული ტიპის დიალოგი და ის იყოს ინფორმირებული იმასთან დკავშირებით, თუ რას ედავება მას ეკლესია. რამდენადაც ვიცით, დეკანოზთან მსგავსი საუბარი არ ყოფილა აქამდე. მის მიმართ იქნა ასეთი სასჯელი დაწესებული, მისი ნების ან აზრების მიუხედავად. მეუფე იაკობმა უნდა განმარტოს, რა წესებით ხელმძღვანელობდა, როცა მის წინააღმდეგ გამოიყენეს ასეთი მკაცრი საეკლესიო სანქცია“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას თეოლოგი.

ვლადიმერ ნარსიას მოჰყავს მაგალითები, რომელთა შემთხვევაშიც უნდა იქნეს გამოყენებული საეკლესიო სასჯელი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, ამ სასულიერო პირების გადაცდომებზე ყურადღება არ მახვილდება:

„თუ ეს წესი შემოაქვს საპატრიარქოს, (ერთმა ჯგუფმა, რომელსაც ვინმე არ მოსწონს, მას დაუწესოს ასეთი მკაცრი სასჯელი), საქართველოს ეკლესიაში სასულიერო პირების 80% იმსახურებს ეპიტემიას. ზოგჯერ მათი ქცევის გამო, ზოგჯერ მათი შეხედულებების გამო. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან გახმაურებული ფაქტი, სასულიერო სემინარიის რექტორს, გიორგი ზვიადაძეს აკადემიის ერთი ჯგუფი ედავება და უმტკიცებს იმას, რომ ის ძალადობდა ფიზიკურად ამ ადამიანებზე. სულ ცოტა 10 სტუდენტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას ფიზიკურად შეეხო სასულიერო პირი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს აქვს მსგავსი ტიპის პარანოიდული გამოხატულებები, ფსიქიკურად ძალიან მძიმე ფორმით საკუთარ მრევლთან მიმართებით, ცნობილია რამდენიმე ფაქტი, თუ როგორ შეეხო ის ხელით ლოცვის დროს 80 წელს მიღწეულ ქალბატონს, მას გულიც წაუვიდა ამის გამო, ამას შეესწრო მრევლი, არსებობს ასეთი მძიმე ორი ფაქტი. სიონის საკათედრო ტაძრის ლოტბარსაც შეეხო ის ხელით, მან და იმ გუნდმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, დატოვეს სიონის ეკლესია. თუ მეუფე იაკობი რაიმე პრინციპით ხელმძღვანელობს, რომ დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ეკლესიის ნორმებს, ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი გვყავს პროტოპრესვიტერი, მის მიმართ გამოიყენონ სასჯელი და განაყენონ იგი საეკლესიო მსახურებიდან, როგორც წესი არის. ერთადერთი, ყველაზე მთავარი, რაც შეუფერებლად და დანაშაულად ითვლება საეკლესიო მსახურებაში, ეს არის ძალის ნებისმიერი ფორმით გამოყენება სასულიერო პირის მიერ. თუ ვინმეს აინტერესებს ამ ფაქტების დადასტურება, მზაობა არსებობს, პროტოპრესვიტერის გიორგი ზვიადაძის წინააღმდეგ ეს ფაქტები დაადასტურონ. იმოქმედოს ასეთ შემთხვევაში ეკლესიამ და დაგვანახოს, რომ რაიმე პრინციპების ერთგული არის. მაგრამ ჩვენ ვეჭვობთ, რომ ასეთი პრინციპი არ აქვს ეკლესიას და ის შერჩევით უდგება გარკვეულ საკითხებს, ეს გამოხატულია დეკანოზ მამალაძესთან მიმართებით“, - განმარტავს თეოლოგი.

ნარსია აცხადებს, რომ არსებულ სიტუაციაში ეკლესია ნეიტრალურ პოზიციას არ ირჩევს და იგი არის მხარე, რომელიც დეკანოზს ტვირთს არ უმსუბუქებს საკუთარი პოზიციით:

„ეკლესია არავითარ ნეიტრალურ პოზიციას არ ირჩევს, ის მხარეა და ეს ერთი ფორმით გამოიხატა. ერთ-ერთ გამომცემლობასთან გიორგი ანდრიაძე ამბობს პირდაპირ, რომ ვაითუ გამართლდეს დეკანოზი მამალაძეო, ეს ნიშნავს იმას, რომ მას მიაჩნია, მსგავსი ფაქტი იქნება ძალიან დიდი სკანდალი და დისკრიმინაცია ეკლესიისთვის, რადგან თუ გაამართლებს სასულიერო პირს სასამართლო, ეს იქნება ეკლესიის დისკრედიტაცია და თუ გაიმარჯვებს მეუფე პეტრე ცაავა, ამ დაპირისპირებაში, ესეც დისკრიმინაცია იქნება.

აქ აშკარად ჩანს, როგორ პოზიციონირებს საპატრიარქო, ის არის მხარე, ამ უთანასწორო დაპირისპირებაში, სადაც პროკურატურა დეკანოზ მამალაძისთვის წარმოადგენს აუტანელ ტვირთს, ამ ტვირთს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს საპატრიარქოს ასეთი პოზიციონირება. ჩანს, რომ საპატრიარქოს სურს დადასტურდეს ის ფაქტი, რასაც ედავებიან დეკანოზს. უპრეცენდენტო შემთხვევაა, ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ფაქტი, რომ სიმართლის გამარჯვება ან მიტროპოლიტის გამარჯვება იყოს აღქმული ეკლესიის საწინააღმდეგო პოზიციად. აქ კარგად ჩანს, როგორ ესმით ეკლესია გიორგი ანდრიაძეს, შორენა თეთრუაშვილსა და ამ ოდიოზურ ჯგუფს. ამ კლუბის დისკრედიტაცია ნამდვილად უნდა მოხდეს და არასოდეს არ უნდა მიეცეს უფლება, ეკლესიის სახელი გამოიყენონ ეკლესიისთვის შეუფერებელ კონტექსტში“, - აღნიშნავს ვლადიმერ ნარსია ჩვენთან საუბრისას.

„უწინარეს ყოვლისა, ეპიტიმია გახლავთ ეკლესიაში არსებული სულიერი მკურნალობის, გამოსწორების საშუალება, რომელიც ცოდვის გამო ინიშნება. ადამიანში არსებულ მანკიერებათა საკურნებლად ეპიტემიის დანიშვნას წმ. მამები ხედავდნენ თავად წმ. წერილში: „უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ“ (იგავ. III, 11); „ყოველგვარი აღზრდა სიხარულად კი არ გვეჩვენება ამჟამად, არამედ მწუხარებად; მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს ნაყოფს მშვიდობისას - სიმართლეს“ (ებრ. XII, 11).

ეპიტემიის დადების წესი ზოგადსაეკლესიო კანონიკურ კრებულებშია დაცული. ცნობილია სინანულის ნომოკანონი წმ. იოანე IV მმარხველისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (582-595). აქ წარმოდგენილია დარიგება სასულიერო პირებისათვის, რომლებიც აღსარებას ღებულობენ და გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის საეკლესიო სამკურნალო საშუალებები, რითაც ადამიანი სულიერ-ზნეობრივი ბიწისაგან უნდა განიწმინდოს. ამგვარ მეთოდებს შორის დასახელებულია მძიმე მარხვა, მეტანიები, მოწყალების გაცემა და სხვ. აქვეა მითითება იმის შესახებ, რომ მოძღვარმა უწინარესად ცოდვის სიმძიმის მიხედვით კი არ უნდა იხელმძღვანელოს, არამედ დაუკვირდეს იმას, თუ რამდენად განიცდის ადამიანი მის მიერ ჩადენილ ცოდვას, ანუ უნდა იქნეს პიროვნების შინაგანი მდგომარეობა გათვალისწინებული. დაგვეთანხმებით, ამის განსაზღვრა საკმაოდ სერიოზულ მიდგომას მოითხოვს და ამიტომაც ეპიტიმიის ამა თუ იმ სახეს ადამიანს დიდი გულმოდგინებით შეურჩევენ ხოლმე. აქ ლაპარაკიც კი არა არის იმის შესახებ, რომ დაუშვებელია ადამიანმა თავის თავს, ყოველგვარი გამოძიებისა და სულიერ მოძღვართან ურთიერთობის გარეშე დაადოს ეპიტიმია. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, ცუდ შედეგამდე მივდივართ. ეპიტემია არ არის რაღაც თვითმიზანი, რომ მხოლოდ ამაში ვხედავდეთ გამოსავალს. ხშირად შეიძლება გარკვეული სახის ეპიტიმიამ უკუშედეგიც კი მოგვცეს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სულიერ მოძღვართან ურთიერთობით გავსაზღვროთ ჩვენი სულისათვის მარგებელი სამკურნალო საშუალება“ - orthodoxy.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42