თბილისის მერიაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა
საზოგადოება - 17:03, 23 Jun, 2017     2409

თბილისის მერიაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ელექტრომობილები, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, სამშენებლო მასალები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები.

თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: Insta, Gorgia, New Light, SAGA, GEONOVATION, Knauf, Rehau, Dio, Albatross, Perliti, NOVA, Ytong Caucasus LLC, Sun House, Bioenergy, Qebuli Climate, Intrec Georgia, XYZ construction, Energy.ge, NEWTECH, GEOWATT, Nissan, Global Motors Georgia, Gino Paradise, E-Space.

გამოფენის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მერების შეთანხმების კოორდინატორი გიორგი აბულაშვილი ესწრებოდნენ.

გამოფენა მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. მდგრადი ენერგეტიკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 19-25 ივნისს ევროპის მასშტაბით იმართება, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, წახალისება და ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში. თბილისი აღნიშნულ კვირეულში ყოველწლიურად მონაწილეობს.

“თბილისის მერიისა და საკრებულოს, ასევე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით, 19-დან 23 ივნისის ჩათვლით, თბილისში მდგრადი ენერგიტიკის კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, დღეს, თბილისის მერიაში მიმდინარეობს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია 30-მდე კომპანია, რომლებიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იმპორტითა თუ ადგილზე წარმოებით არიან დაკავებული. დამთვალიერებლებს შეუძლიათ მეტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოაქვს ენერგოეფქტური ტექნოლოგიების დანერგვას. აღსანიშნავია, რომ დღეს აქ წარმოდგენილ ელექტრომობილებთან ერთად არის გერმანული წარმოების, CNG საწვავზე მომუშავე „მანის“ ავტობუსიც, რომელიც არის სახე თბილისის სატრანსპორტო სისტემის განახლების“ -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ მერების შეთანხმების ფარგლებში იმართება.

თბილისი მერების შეთანხმებას 2010 წლიდან შეუერთდა. შეთანხმება ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა და იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე.

შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42