თსუ-ში აკადემიური წერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 15:08, 23 Jun, 2017     2182
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.

აკადემიური წერის განვითარების პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია სტუდენტთა შორის აკადემიური წერის სტანდარტების ამაღლება. „აკადემიური წერის სტანდარტების ცოდნა მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის, პროფესორისთვის, ნებისმიერი მეცნიერისთვის. ამიტომ, აკადემიური წერის კულტურის ამაღლება ძალიან საშური საქმეა. მივესალმებით ნებისმიერ ავტორს, რომელიც მზაობას გამოთქვამს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაზე გაიმართა პირველი პროექტის - ანა დოლიძის სახელმძღვანელოს „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია. „უნივერიტეტის ინიციატივა - გაიზარდოს აკადემიური წერის სტანდარტები, მისასალმებელია. ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, კვლევისა და მეცნიერების დონის განვითარებას საქართველოში. მეორე მხრივ, ჩვენი საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის დაახლობას დასავლურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან. უფრო მეტი ახალგაზრდა დაწერს და გამოაქვეყნებს საკუთარ ნაშრომებს ევროპულ ჟურნალებში, მიიღებს მონაწილეობას ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში,“- აღნიშნა ანა დოლიძემ.

სახელმძღვანელო „აკადემიური წერა სამართალში“ შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG) ახორციელებს და მისი მიზანია სამართლის სტუდენტებს და ლექტორებს წარუდგინოს სამართალში აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული პრინციპები უნივერსალურია და ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების აკადემიური ნამუშევრების ჰარმონიზაციას დასავლურ საუნივერსიტეტო სტანდარტებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42