სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა საბრძოლო მომზადება მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. წვევამდელებმა 3 თვის განმავლობაში სრულფასოვანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
წვევამდელებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ საქრთველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცა და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. კურსის განმავლობაში გამოვლენილი უნარ-ჩვევებისთვის 41 სამხედრო მოსამსახურე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა. მათ ჯილდო ფიზიკური ნორმატივების მაღალხარისხიანად ჩაბარებისთვის, საშტატო იარაღით სროლისას, დასკვნითი თეორიულ ტესტირებასა და სპორტული ღონისძიებების დროს მაღალი შედეგის მიღებისათვის გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები






