„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ პირველადი ჯანდაცვის განვითარების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
საზოგადოება - 13:11, 23 Jun, 2017     1581
24 ივნისს, სასტუმრო ბილტმორში პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში გრონინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ჰოლანდიელი ლიპიდოლოგი პიტერ ლანსბერგი ქართველ ექიმებს გააცნობს სიახლეებს ლიპიდური ცვლის დარღვევებსა და მათ მართვაზე. ესტონეთიდან მოწვეული, ტარტუს უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის კათედრის პროფესორები რუთ კალდა და ანელი რატსეფი წაიკითხავენ მოხსენებას პირველადი ჯანდაცვის ესტონურ მოდელსა და მათ ხედვას ქრონიკული პოლიპროფილური პაციენტის მართვის პროცესში.

კონფერენციაზე აგრეთვე გაშუქდება პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: კარდიოვასკულარული სისტემის პათოლოგიები, ანგიოლოგიური პრობლემები, ანტენატალური მეთვალყურეობის განახლებული რეკომენდაციები, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, ონკო-სქრინინგ პროგრამები, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის საკითხები პირველადი რგოლის ექიმებისთვის, აქტუალური პედიატრიული პათოლოგიები, რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სიახლეები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ახალი მიმართულებებიც.

საერთაშორისო კონფერენცია აკრედიტებულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ და მონაწილეებს უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულები მიენიჭებათ.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მომავალშიც გეგმავს საგანმანათლებლო აქტივობებს სამედიცინო პერსონალისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42