„სასამართლო პროცესში ვერ ჩავერევით“ - პატრიარქი დეკანოზის საქმეზე
საზოგადოება - 11:57, 23 Jun, 2017     1724

„სიმართლემ უნდა იზეიმოს და სიმართლე უნდა ითქვას და არა სიყალბე, რაც შეეხება სასამართლო პროცესს - ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში, ჩვენ არც გვაქვს უფლება ჩავერიოთ ეს თვითონ იციან“, - განაცხადა უწმინდესმა.

აღნიშნულს მოჰყვა დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის თხოვნა პატრიარქისადმი, რომ მოხდეს დეკანოზის ციხიდან პატრიარქის თავდებობით გამოშვება, რა დროსაც საუბარში მამა დავითი ერთვება: თორნიკე, ეს ძალიან კარგი რამ მოხდა, ტქვენი ოჯახის შეხვედრა პატრიარქთან...

თორნიკე მამალაძე: ძალიან დიდი ბოდიში თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ძალიან დიდი ხანი ველოდით თქვენთან შეხვედრას და ძალიან გთხოვთ ორი სიტყვით მივმართავ და დავასრულებ.

მამა დავითი: თორნიკე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, უწმინდესიც ეცდება, რომ ეს გაკეთდეს თუ შესაძლებელია.

თორნიკე მამალაძე: ბოდიში, დავასრულებ თუ შესაძლებელია.

მეუფე თეოდორე: თორნიკე, ეს არ არის მთლად ჩვენზე დამოკიდებული.

მამა დავითი: ეს მინდოდა მეთქვა მეც

მეუფე თეოდორე: ყველას, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი სურვილია, რომ დადგინდეს სიმართლე, პირადად ყველანი, მისი უწმინდესობა და ყველას გვაქვს მთავარი სურვილი, რომ სამართლებრივად იყოს სიმართლე.

მამა დავიტი: თორნიკე, როგორც გითხარით სამართლებრივად მხარში გიდგევართ. პოლიტიკურ სახეს ნუ მივცემთ.

მეუფე თეოდორე: მტავარი არის ეს, სიმართელ, ეს ყველას გვინდა და თითოეული ჩვენთაგანის სურვილია, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ეს გადადის რაღაცა ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში.

მამა დავითი: პოლიტიკაში გადადის

მეუფე თეოდორე: პოლიტიკაში არ გადადის, პოლიტიკაშიც გადადის, პოლიტიკოსები პოლიტიკურად იყენებენ ამას და ეკლესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ. მთავარი არის თითოეულმა ჩვენთაგანმა გავითვალისწინოთ, რომ არ მივცეთ არავის უფლება ამ საქმით მანიპულირებით. ეს არის პრობლემა რომ ყველა იყენებს ამ საქმეს სათავისოდ. არც მამა გიორგი სასარგებლოდ იყენებს არავინ და არც ეკლესიის სასარგებლოდ არ იყენებს არავინ. სამწუხაროდ, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. რომელთაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია, ყოველთვის ცდილობენ, რომ რატომღაც წარმოაჩინონ რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, საპატრიარქოში საშინელება ხდება. რაღაცა ისენი ვართ ჩვენ, გველეშაპები და ვცდილობდით, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვერხრჩო სულ ყველას, ჩვენ თავს არ ვიმართლებთ არასდროს. არცერთი ეკლესიის წევრი საჯაროდ არ გამოვსულვართ და თავის არ გვიმართლებია. თქვენ ძალიან კარგად იცით, უამრავი რამ დაიწერა თითოეულ ჩვენგანზე და არც ერთს თავი არ გვიმართლებია, მაგრამ თუ შევეცდებით, რომ რაღაც სამართლებრივ საკითხებში ვიტანამშრომლოთ, ჩვენ ყველანი ვითანამშრომლებთ, მაგრამ დისკრედიტაციაზე თუ იქნება საქმე და ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდეს და შესაძლებლობა იმისა, რომ მამა გიორგი საქმე გამოიყენონ ეკლესიის მტრებმა ეკლესიის ოჯახის და თვითონ მამა გიორგის წინააღმდეგ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

შემდეგ ისმის თორნიკე მამალაძის კითხვა, მამა გიორგი დაკავებით დაიწყო თუ არა ეკლესიის დისკრედიტაცია:

მეუფე თეოდორე: აქედან დაიწყო ეს რის პირველი დისკრედიტაცია, მაგრამ მერე მამა გიორგის გამართლება საჭირო გახდა ზუსტად ისევ ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყო. ვითომ ეკლესიაა დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს. რატომ ვართ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დიჭირეს. აი, ეს ვერ გავიგე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42