„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომპანიის ჰესები დაათვალიერებინა
საზოგადოება - 10:04, 22 Jun, 2017     1078
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ უფროსკლასელებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები დაათვალიერებინა. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.

ქობულეთის #1, ქუთაისის #21, გორის #1 და რუსთავის #6 საჯარო სკოლების მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა დაათვალიერებინეს აწჰესი, გუმათჰესების კასკადი, ზაჰესი და ჯიფაუერის აირტურბინული ელექტროსადგური. ექსკურსიის დროს, კომპანიის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს ელექტროსადგურების სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები.

ჩამოთვლილი სკოლების შერჩევა მოხდა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, კერძოდ: 2016 წლის ნოემბერში, პროექტის დაწყების I ეტაპზე, კომპანიის თანამშრომლები - ტრენერები ეწვივნენ საქართველოს რეგიონების 50 საჯარო სკოლას, ჩაატარეს ლექციები თემაზე "ენერგეტიკის დარგის პერსპექტივები" და გამოავლინეს ყველაზე მეტად დაინტერესებული და მოტივირებული მოსწავლეები.

ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. საქართველოში მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკები და საუკეთესო სტუდენტები დასაქმდნენ კომპანიაში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და USAID-ს შორის 2015 წ. გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია ცდილობს ენერგეტიკის და ელექტროიჟინერიის დარგი გახადოს მიმზიდველი არა მხოლოდ მამაკაცებისთვის არამედ ქალბატონებისთვისაც. ამისთვის, კომპანიას შემუშავებული აქვს და აქტიურად ნერგავს "გენდერული ბალანსის ხელშეწყობის" პოლიტიკას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42