,,საქართველოს რკინიგზა" CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს
საზოგადოება - 18:24, 21 Jun, 2017     1965

დღეს, თბილისში, ,,ევროპის რკინიგზებისა და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანების“ - CER-ის ყოველწლიური შეხვედრა იმართება. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს CER-ი წელიწადში ორჯერ - ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებში მართავს. სხდომა, რომელზეც მე-4 სარკინიგზო პაკეტის მიმდინარეობა განიხილება, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში - საქართველოში - წელს პირველად იმართება.

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ სხვადასხვა დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების ვალდებულება აიღო. მათ შორის, 8 დირექტივა, საქართველოს რკინიგზას ეხება. CER-ი, რომლის წევრი საქართველოს რკინიგზაა, კომპანიას გამოცდილებას როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით უზიარებს. ფორუმი, რომელიც თბილისში იმართება, საუკეთესო პლატფორმაა ევროპის რკინიგზების ადმინისტრაციებთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად. CER-ის მთავარი მიმართულებაა ორგანიზაციის წევრი რკინიგზებისა და კომპანიების ინტერესების ევროკავშირის ტერიტორიაზე მხარდაჭერა. მისი სლოგანია ,,ევროპული რკინიგზების ხმა“ და ის ევროკავშირში რკინიგზების ომბუცმენია.

თბილისში CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნის რკინიგზების ევროპული მიმართულების დირექტორები ესწრებიან. შეხვედრის თავმჯდოამრეა CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სალუქვაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს წარმოამდგენლები ესწრებიან.

აღნიშნული ფორუმი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, საქართველოს რკინიგზას თავის ნაწილში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

,,დღეს საქართველოს რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც CER-ის ფორუმი ევროკავშირს ფარგლებს მიღმა ტარდება. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილად ვითვლებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომლის ნაწილი გახლავთ ევროდირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია. სარკინიგზო ტრანსპორტის ნაწილში აჟამად მიმდინარეობს მე-4 სარკინიგზო პაკეტის განხორციელება. საქართველოს რკინიგზას საკმაოდ ხელშესახები პროგრესი აქვს აღნიშული დირექტივების ნაწილში და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მე-4 პაკეტის განხილვას შეეხება,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

ფორუმს CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი უძღვება. ის პოზიტიურად აფასებს საქართველოს რკინიგზის CER-თან თანამშრომლობის ფაქტს. მისი თქმით, ევროპასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან. ,,ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ვარ და ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. აქ მაქვს საშუალება ვესაუბრო ქართველ კოლეგებს და ერთად განვიხილოთ არა მხოლოდ შიდა საკითხები, არამედ ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში შედის. ამ მიმართულებით ქართველი კოლეგების აქტიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ძალიან ვაფასებ,“ - აღნიშნა ლიბორ ლოხმანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42