ოზურგეთის მერი პირველ ლიგაში გადასულ რაგბისტებს შეხვდა
საზოგადოება - 16:56, 21 Jun, 2017     1531
დღეს ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე სარაგბო კლუბ ‘’არწივები’’-ს ხელმძღვანელს თენგიზ კალანდაძეს და რაგბისტებს შეხვდა და სამუშაო თათბირი ჩაატარა.

ეს შეხვედრა პირველი გახლდათ მას შემდეგ, რაც კლუბმა ასპარეზობა მეორე ლიგიდან პირველ ლიგაში გააგრძელა.

ქალაქის მერმა სპორტსმენებს თავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და კლუბის საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ყველა ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინა.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ‘’არწივები’’-ს სამომავლო გეგმები. როგორც ბეგლარ სიორიძემ განაცხადა, ქალაქის მერია, შესაძლებლობების ფარგლებში, კლუბს ყველა იმ სახის დახმარებას გაუწევს, რაც გუნდის სპორტული მიღწევების გასაუმჯობესებლად იქნება საჭირო.

კლუბს მისი არსებობის რვაწლიანი ისტორიის მანძილზე, პირველ ლიგაში არასდროს უთამაშია. კლუბის დირექტორი თენგიზ კალანდაძე ‘’არწივები’’-ს წარმატებას ქალაქის ხელისუფლების მიერ გაზრდილ დაფინანსებას უკავშირებს, რაც რაგბისტებისთვის საკმაოდ დიდი მოტივაცია გახდა. ქალაქ ოზურგეთის მერიამ კლუბის დაფინანსება 46 500 ლარით გაზარდა და რაგბისტებს, პირველად კლუბის ისტორიაში, ხელფასი დაუნიშნა.

‘’ბეგლარ სიორიძე გახლავთ პირველი ხელმძღვანელი, ვინც ჩვენს კლუბში საკმარისი პოტენციალი დაინახა და საჭიროდ მიიჩნია, ‘’არწივები’’-თვის წარმატების მიღწევის შანსი მიეცა. მოხარული ვარ, რომ იმედები გავუმართლეთ და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ’’ - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42