"პატარა საბა ძლიერი ტკივილების გამო ტირის"- ყიფშიძეების ოჯახს დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 15:46, 21 Jun, 2017     11378
წარმოიდგინეთ როგორ განიცდის დედა, როდესაც შვილის განსაცდელს უყურებს და ვერ შველის მას. სამწუხაროდ უამრავი ადამიანი სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული... ეს განსაკუთრებული ბავშვების დედები არიან. ბავშვების, რომლებსაც დაბადებიდან ტკივილის გარდა არაფერი განუცდიათ.

პირველი ბიჭის დაბადებას ყიფშიძეების ოჯახში სიხარულით ელოდებოდნენ. მაგრამ სიხარული დიდმა ტკივილმა შეცვალა. საბა ცერებრალური დამბლითა და ეპილეფსიით დაიბადა.

„საშინელებაა, უყურო თუ როგორ იტანჯება შენი შვილი და არ გქონდეს საშუალება დაეხმარო მას. ღმერთს ვთხოვ არც ერთმა დედამ არ გამოსცადოს ასეთი ტკივილი... საბა უკვე 9 წლისაა, ის ვერ ხედავს, არ ესმის, იმასაც კი ვერ გვახედრებს რა სტკივა, ყვირის და ჩვენ კი ვერ ვშელით.“

საბას მდგომარეობა რომ გამოკეთდეს, მას ძვირადღირებული წამლები, სპეციალური საკვები და სარეაბილიტაციაო კურსის ჩატარება სჭირდება. მაგრამ ამ ყველაფრისთვის ოჯახს თანხები არ გააჩნია. მამა ვერ მუშაობს, რადგან მის პატარა ბიჭს დღე და ღამე მოვლა სჭირდება, დედას უჭირს მარტო გაუმკლავდეს შვილის გამწვავებულ შეტევებს. საბას ხშირად ემართება ეპილეფსიური გულყრები, მას ისეთი ძლიერი სპაზმები აქვს რომ კბილებიც კი ჩამტვრევია საწყალ ბიჭუნას. ამიტომ ბავშვის ერთი წამით მარტო დატოვებაც კი სახიფათოა.

ყიფშიძეების ოჯახი პატარა ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. იატაკში და კედლებში დიდი ბზარებია და აქედან ოთახში ვირთხები და ტარაკნები შედიან. მათი შიშით საბას საწოლში დატოვება ძალიან საშიშია, საბა საშველადაც ვერავის დაუძახებს და თავსაც ვერ დაიცავს...

პატარა საბას ეს მძიმე მდგომარეობა რომ შევუმსუბუქოთ მის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ვიწყებთ. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საბა ყიფშიძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან : chernovetskyifund.ge/ru/projects/

თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება საბასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! არ დარჩეთ გულგრილი პატარა ბავშვის მიმართ, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი განსაცდელის გადატანა მოუხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42