როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება მედიასთან კომენტარი მხოლოდ ბრალდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, უწმინდესთან შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენელბმა ფირზე ჩაიწერეს.
„კატეგორიულად ვეუბნებოდი რომ გაჩერებულიყო. მამა დავით ჭინჭარაული ხელსაც მადებდა და მეუბნებოდა, კარგად იქნებაო. საუბარი იწერებოდა. ტყუილის თქმა ჩვენ არ გვჭირდება“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
მისი თქმით, მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერ გოგოტიშვილი საუბრში ეროოდნენ.
"პატრიარქის საუბრის შეწყვეტასაც ცდილობდნენ, სიტყვას აწყვეტინებდნენ, რაზეც ჩვენი მხრიდან იყო საუბარი რომ გვადროვეთ, რადგან დიდი ხანი ველოდებოდით. პატრიარქმა დაგვლოცა, პატრიარქმა ჩვენი ინფორმაცია მოისმინა და ბევრ თემებზე გვქონდა საუბარი,“-განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ.
მასალის გამოყენების პირობები






