ხაშურში, სტიქიის დროს დაღუპული მამაკაცის დედა, შვილის სიკვდილში მაშველებს ადანაშაულებს
საზოგადოება - 13:51, 21 Jun, 2017     11734
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში,10 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული 45 წლის ვასილ ღონღაძის დედა, მისი შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაში სამაშველო სამსახურს ადანაშაულებს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ჯულიეტა ლომიძე ამბობს, რომ მაშინ როდესაც მისი შვილი სტიქიის შედეგად ადიდებულ მდინარე ტილიანაში ჩავარდა, სამაშველო სამსახურს სთხოვა დახმარება, თუმცა მაშველები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე მივიდნენ და ღონღაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.
„ვადანაშაულებ მე სამაშველო სამსახურს, ჩემი შვილის გარდაცვალებაში. რომ მოვიდნენ არ იყვნენ მწყობში. გამოპრანჭულები მოვიდნენ, აღჭურვილობა არ ჰქონდათ. გზაზე ეძებდნენ, გზაზე რომ ყოფილიყო ჩემი შვილი თავისით მოვიდოდა. აგონ პასუხი!“-აცხადებს ჯულიეტა ლომიძე.
ვასილ ღონღაძის ოჯახის ბრალდებას უარყოფენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. მათი თქმით, სამაშველო ჯგუფებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი გამოიყენეს ღონღაძის დასახმარებლად.
„სამაშველო ჯგუფებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი გამოიყენეს ღონღაძის დასახმარებლად. კერძოდ, შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა ოპერატიული რეაგირება და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში, წყალში ჩავარდნილი მამაკაცის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი 10 წუთზე ნაკლებ დროში გამოცხადდა. დაუყოვნებლივ დაიწყო მდინარე ტირიანას გადასინჯვის სამუშაოები, ტექნიკის დახმარებით გადაიკეტა მდინარის კალაპოტი და მოხდა მისი სრული დათვალიერება. უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო, სამუშაოები ღამის 1 საათზე შეწყდა. სამძებრო სამუშაოების განახლება გამთენიისას იგეგმებოდა, თუმცა, იგი საჭირო აღარ გახდა. ნაპოვნი იქნა ვასილ ღონღაძის გვამი“-გვეუბნებიან სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42