„ზოგადად იციან ისეთ ნიუანსები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის არის. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქთან შეხვედრა გვქონდა, როდესაც ის გერმანიიდან იყო ჩამოსული, მაშინ რაღაც საკითხებზე გვეკითხებოდა და ჩვენ სრულყოფილად მივეცით იმ პერიოდისთვის ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ინფორმაცია. შესაბამისად ოჯახის წევრებთან შეხვედრა იქნება პატრიარქისთვისაც და მათთვისაც ძალიან საინტერესო,“-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაკავებული დეკანოზის ოჯახს შეხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პატრიარქთან შესახვედრად დაკავებული დეკანოზის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, დედმამიშვილები და მშობლები მივლენ.
დაკავებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას აქცენტი საპატრიარქოს იურისტისა და პროკურატურის მხრიდან გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებზე გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები






