როგორც დაზარალებულებმა "ნიუპოსტთან" განაცხადეს, სასტუმროში მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი უცხოეთიდან ჩამოსულ დელეგაციას მასპინძლობს, აქციის გამართვის მიზანი კი მათი ყურადღების მიქცევაა.
დაზარალებულები მთავრობის წევრებისგან ეროვნულ ბანკთან შუამდგომლობას მოითხოვენ. ამასთან მათი განცხადებით, პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისია ეფექტურად არ მუშაობს. დაზარალებულებს პრეტენზიები აქვთ სასამრთლოსთანაც, მათი თქმით, პროცესი ჭიანურდება.
"ბიძინა ივანიშვილის სასახელასთანაც არაერთხელ გავმართეთ აქცია, თუმცა კაციშვილი არ გამოსულა და არ უკითხავს რა გვიჭირდა ან რას ვითხოვდით, წერილის გადაცემა გვინდოდა, თუმცა გვითხრეს რეზიდენციაში არ არისო და არც კი ჩაიბარეს"- უთხრა "ნიუპოსტს" ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
აქციის მონაწილეების თქმით, დაზარალებულთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია.
მათივე განცხადებით, საფინანსო კომპანია საქართველოს გამო 2300-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული და კომპანიის ვალი 72 მილიონს აღწევს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

მასალის გამოყენების პირობები






