„92 წლის მოხუცი, ყველს და მჭადს ვნატრობ..." - გაჭირვებასთან მარტო დარჩენილი მოხუცი შველას ითხოვს
საზოგადოება - 20:53, 20 Jun, 2017     8555
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, 92 წლის სოციალურად შეჭირვებული, თუმცა ერთიანი ბაზის მიღმა დარჩენილი, ლოლა ორაგველიძე ნახევრად დანგრეულ სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად ცხოვრობს.


ორსართულიანი სახლის სახურავი თითქმის მთლიანად აყრილია, წვიმის წყალი ოთახებში ჩამოდის, რამაც ჭერი და იატაკი ლპობის პირას მიიყვანა.

„ასე მილაგია იატაკზე ტაშტები და ქვაბები, დალპა ყველაფერი ხომ ხედავთ ჭერი ჩამონგრეულია, პოლი რას გავს. ჩემი ასაკის ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა ასე აშენებული, მისით კი არ მოსულ და დღეს სიბერე გამწარებული მაქვს. ჩემი წვალებით აშენებული სახლი დაშლის პირასაა. არაფერი აღარ ვარგა აქ“-გვიყვება ქალბატონი.

მისი თქმით, ისედაც მოძველებული და დაზიანებული სახურავი მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ძირს გადმოყარა და მას შემდეგ, დახმარების მოლოდინში არიან. ლოლა ბებია გვიყვება, რომ ის სტიქიიდან მეორე დღესვე აკეთის რწმუნებულთან მივიდა დაგანცხადების დაწერა ითხოვა, რომ დაზარალებულთა სიაში მოხვედრილიყო, უკან იმის იმედით გამოისტუმრეს, რომ კომისია აუცილებლად შეისწავლიდა მის მდგომარეობას და დახმარებასაც დროულად აღმოუჩენდნენ.

„ქარი იყო საშინელი. სახლი წაიღო მეგონა. მე მყავს შეზღუდული შესაძლებლობის შვილი. იმ დროს ფეხმძიმე რძალიც მყავდა სტუმრად. გული გამისკდა, სახლი რომ დაინგრეს, ამათ რა ვუყო-მეთქი. ჩემს თავზე სულ არ ვდარდობდი. მეორე დღეს მაღალი წნევა მქონდა, ნერვიულობაზე და შიშზე მიქნა ეტყობა და ვერ წავედი გამგეობაში. მესამე დღეს მივედი. არ დამხვდა იქ რწმუნებული,მდივანმა მითხრა სოფელშია ბებია გასული სტიქიის ამბებზე და მოსვლა დააგვიანდება. წადი შენ სახლში, არ გინდა არც განცხადება, არც არაფერი, ვეტყვი მე რწმუნებულს და მოვა შენთანო. მოვიდა რწმუნებული, ახალგაზრდა ქალია. გადაიღო მისი ტელეფონით ფოტო. არ გინდა დეიდა შენ არსაც წასვლა, მე მყავს გამგეობაში კაცი, ინფრასტრუქტურაში მუშაობს და ის დაგეხმარებაო მარა, ორი თვე გავიდა მას შემდეგ. მერე მითხრა ცოტა გვიან დარჩი მოსულიო. ერთი დღე დავაგვიანე? რატომ მომატყუეს განცხადების დაწერა არ გინდაო? მე ხომ ვიყავი იქ მისული და ველაპარაკე მდივანს“?

გარდა მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, 92 წლის ქალბატონი მათ გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობაზეც გვიყვება. ამბობს, რომ არც ერთხელ ერთჯერადი დახმარება არ მიუღია და სახელმწიფოსგან ფულადი შემწეობაც გაურკვეველი მიზეზის გამო მოუხსნეს:

„ერთი წელია, ჩვენ სოციალური დახმარება არ მიგვიღია. გადამოწმებაზე იყვნენ მოსულები, მერე მაღალი ქულები მოვიდა. მივედი სააგენტოში, პასუხი გამეცით, ეს ასე რატომ მოხდა-მეთქი. მითხრეს, შენ არ უნდა მოხსნოდა დახმარება, მოდი წერილი გაუგზავნე მინისტრსო. ხუთლარნახევარი გადავიხადე იმ წერილის გაგზავნაში.

მერე მოვიდა პასუხი, ფორმა ასი უნდა წარმოგედგინა აგენტისთვისო. კი მქონდა მე მაგი ფორმა გაკეთებული, მარა არ მოუთხოვია არავის. აქ მითხრეს რაღაც პროდუქტებს არიგებენ და შენც მოგიწევსო და გამიკეთა ექიმმა. მარა თუ ამეღოს რამე, იმ პატარა შვილიშვილს გეფიცები. ალბათ მაგენმა გამოწერეს რამე ჩემს სახელზე და ჩეიდვეს ჯიბეში. სახლში საჭმელი არ გვაქვს არაფერი, ჩემს ძმას დავურეკე და ვთხოვე რამე ეყიდა და გამეოგზავნა.

არაფრის გაკეთებელი არაა აი ივანიშვილის პარტია. ჩაჩნებია მაგენი. მთლად დეინგრა ქვეყანა კაცო, ახლა რომ მოიკითხო ჩემთან, არც პურის ფქვილი, არც მჭადის ფქვილი, არც ძროხა მყავს, არც ქათმები. რა უნდა ჭამო ადამიანმა? აფერი არ ადარდებს მაგენს, ციგნები ესენი. ასე უბედურებაში 92 წლის ქალი შეიძლება ცხოვრობდეს? კაცი არ გვყავს პატრონი. აგენი პრემიებს რომ იწერენ, ამის ფული კი აქვთ ხომ? ყველა ქურდს და მაიმუნს დაეწვას ოჯახი. უსინდისოები. 8 ივლისამდე ვერ დაწერ ახალ განცხადებასო. აგი მშველის მე? დამშეულია მთელი აცანა. ყველაფერი გაძვირებულია. წამალს ვერ იყიდი, საჭმელს ვერ იყიდი. ყველი და ჭადი არ მიჭამია რამდენი ხანია. ყოველდღე ხმელა პური და ჩაი გაგიგონია“?-თვალცრემლიანი გვიყვება რესპონდენტი, რომელიც მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზეც გვესაუბრება:

„18 წლის იყო ჩემი შვილი, აბიტურიენტი იყო, მანქანამ რომ დაარტყა და მას მერე ვერ დავაყენეთ ფეხზე. რა წამლები რა მკურნალობა, მარა ვერც დადის და ლაპარაკიც უჭირს.ერთი კაი გოგო ყავდა მაშინ შეყვარებული, მაინც გაყვა ცოლად და 2 შვილი ყავს. კი ეხმარებიან შვილები, რაც შეუძლიათ, მარა ახლა ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია. რამდენი წამლები სჭირდება, ამას არ უნდა მისცენ სოციალური? ჩემისთანა გაჭირვებულების ტყავის გაძრობის ხარჯზე ცხოვრობენ მაგი გასაწყვეტლები და ჩვენ ვის ვახსოვართ“?

„გურიის მოამბე“ ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აკეთის თემში, იზა მათითაიშვილს დაუკავშირდა, თუ რატომ ვერ ხერხდება თვეების შემდეგ ორაგველიძეების ოჯახისთვის დახმარების გაწევა, ქალბატონი გვპასუხობს, რომ მათ სტიქიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაგვიანებულად მიმართეს რწმუნებულის აპარატს:

„მათი მომართვა იყო დაგვიანებული. მე შევპირდი, რომ დავაყენებდი ამ საკითხს ლანჩხუთის გამგებელთან. ძალიან მიკვირს, რატომ მოგმართათ თქვენ? მას ერთჯერადი დახმარებაც ბევრჯერ მიუღია, სოფლის რწმუნებულიც ბევრჯერ დახმარებია. ის ითხოვს სახურავს, რომელის სიძველისგან იყო დაზიანებული და ქარმაც დააზიანა რა თქმა უნდა. მიმდინარე წლის მაისის თქვეში მოხდა სტიქია, მაგრამ მას განცხადებითაც არ მოუმართავს ჩვენთვი, სიტყვიერად მოგვმართა, ისიც 20 დღის შემდეგ. ამ დროს უკვე სიები გადაცემული იყო და თანხებიც გამოყოფილი დაზარალებული ოჯახებისთვის. ამიტომ გაიწელა ეს დროში. შეიკრიბება ახლა კომისია და მერე გვექნება პასუხი. ის უნდა მოსულიყო ჩემამდე, წერილობით მომემართა, მე გადავაგზავნიდი გამგეობაში და მიიღებდა პასუხს-გვითხრა ქალბატონმა იზამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი გვეუბნებიან, რომ ქალბატონ ლოლას შეუძლია განცხადება კიდევ ერთხელ დაწეროს, მოხდება მისი თავიდან შესწავლა და ოჯახისთვის ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42