რამდენიმე თვეში შესაძლოა ფეხბურთის წესებმა საფუძვლიანი ცვლილება განიცადოს, საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო საბჭო IFAB, რომელიც უფლებამოსილია თამაშის წესების შეცვალოს, რადიკალურ რეფორმაზე ფიქრობს.
რეფორმა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის და თამაშისთვის განკუთვნილი დროის ცვლილებას გულისხმობს. მაგალითად საფინალო ამ პირველი ტაიმის დასასრულის მანიშნებელი სასტვენი შესაძლოა მაშინაც გაისმას, როდესაც ბურთი სათამაშო ტერიტორიის მიღმაა- არსებული წესებით ეს ასე არაა. ეს ნაკლებად საკამათო ცვლილებაა და ალბათ მისი მიღება ადვილად მოხდება, რადგან ის მატჩის ბედზე მინიმალურ გავლენას ახდეს. განსხვავებით ამ ცვლილებისგან შესაძლოა დიდი კამათი მოჰყეს დანარჩენ რეფორმებს, მაგალითად თამაშის დროის ცვლილებას. IFAB-ის წინადადებაა რომ მატჩის დრო 60 წუთამდე შემცირდეს. პროექტის შემქნელთა აზრით, ამ ყველაფრით სანახაობრივი მხარე სერიოზულად გაიზრდება, მატჩები უფრო დინამიური იქნება და ამით მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება. მატჩების მიმდინარეობისას პაუზების დროს, მსაჯები დროის ათვლას გააჩერებენ და იმუშავებს მხოლოდ ე.წ "სუფთა დრო"
მასალის გამოყენების პირობები