პარლამენტის წევრებსა და GIPA-ს სტუდენტებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა
საზოგადოება - 15:38, 18 Jun, 2017     1611

თბილისის ნაძალადევის რაიონში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის სპორტულ მოედანზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, პარლამენტის წევრებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა

ამხანაგური შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის სლოგანია „კანონი ზრუნავს შენსჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“.

საფეხბურთო მატჩი პარლამენტის წევრების გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

„დღეს ვიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და პარლამენტის გუნდი სტუდენტებს ვხდებით. ეს არის საწყისი ეტაპი. მომავლისთვის ვეცდებით, რომ თითქმის ყველა სასწავლებელში შევიდეთ და პარლამენტარებმა სტუდენტებთნ ერთად დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სპორტი იყოს მთავარი ამ ქვეყენაში“,- აღნიშნა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე არაერთი კანონი მიიღო, რომელიც ჯანმრთელობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ემსახურება

„ეს არის კამპანია „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“. დღეს ვეთამაშებით ფეხბურთს სტუდენტებს და ამ თამაშის მთავარი მიზანი გავაკეთოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის პრომოცია“,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება და ახალგაზდებში ჯანსაღი ცხოვრებსი წესის პოპულარიზაციის მიზნით ამხანაგური თამაშები სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან მომავალშიც გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42