თბილისის მერია "თბილისის მიკროავტობუსთან"კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს, რადგან მიკროავტობუსებს ქალაქში ყოველდღიურად მგზავრთა ძალიან დიდი რაოდენობა გადაჰყავს. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მიკროავტობუსებით დღიურად 400 000, ხოლო წელიწადში 220 მილიონი მგზავრი სარგებლობს. ამ რაოდენობის მგზავრების ტრანსპორტირებას ქალაქში არსებული ავტობუსების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს, რადგან თბილისში ყოველდღიურად 525 ავტობუსი მოძრაობს, ხოლო მათ გარეშე თბილისის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის ყოველდღიურად დაახლოებით 1500-1800 ავტობუსი იქნებოდა საჭირო
.„თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკს 2018 წლიდან განაახლებს. „ კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს” ამის ვალდებულება კონტრაქტით აქვს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2031 წელს ეწურება,“- განაცხადა ლექვინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






