„კვალზე“ - გამოფენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, 22 ივნისს საინტერესო დედა-შვილი შთაბბეჭდავ კოლექციაზე გეპატიჟებათ
კულტურა - 14:49, 17 Jun, 2017     2885
თუ თქვენ სურვილი გაქვთ დაათვალიეროთ, შეაფასოთ კრეატიული და ექსკლუზიური ნამუშევრები, მაშინ კალენდარზე ახლავე შემოხაზეთ 22 ივნისი, მოინიშნეთ ისიც, რომ უნდა ესტუმროთ ძალიან საინტერესო გამოფენას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართება და სადაც წარმოდგენილი იქნება ნახატები, ფოტოები, ტყავის, მინის, პლასტილინის და თიხის ნაკეთობები, რომელიც ძალიან საინტერესო დედა-შვილმა შექმნა. გამოფენაზე წარდგენილი იქნება, როგორც ერთობლივი, ასევე პერსონალური ნამუშევრები. გამოფენას „კვალზე“ ქვია, თუ რატომ ამას მალე გაიგებთ, რადგან 22 ივნისამდე „ნიუპოსტი“ შეეცდება ეს ადამიანები ახლოს გაგაცნოთ.


დედა - თინათინ თევდორაძე პროფესიით პედიატრია, თუმცა ხელოვნების სიყვარულმა სძლია და უკვე წლებია სხვადასხვა სფეროში ცდის საკუთარ ძალებს. მოსწონს ინტერიერის, ექსტერიერის, ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინზე მუშაობა, იზიდავს კულინარიული ექსპერიმენტები
:

- ხელოვნება ბავშვობიდან მაგნიტივით მიზიდავს. ვხატავდი, ვკერავდი, ვიგონებდი. დღემდე ასე ვარ. სტუდენტობა ჩემი შეკერილი სამოსით გავატარე, დღესაც ძალიან იშვიათად ვყიდულობ სამოსს. ძალიან ბევრ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, ბევრი პერსონალური გამოფენაც გამიმართავს, მაგრამ ვთვლი, რომ მაინც მოყვარული ხელოვანი ვარ, ყოველთვის შესწორება შემაქვს, როცა სადმე როგორც დიზაინერს ისე წარმადგენენ. მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ! შვილის დაბადებამ ახალ-ახალი იდეები და შთაგონება მომიტანა. საბავშვო სამოსზე და აქსესუარებზე გადავერთე. დიდი ხანია მინდა ჩვენება მოვაწყო, სადაც პატარა მოდელები წარადგენენ ჩემს მიერ შექმნილ სამოსს და აქსესუარებს, თუმცა ძნელია ასეთ მასიური პროექტებისთვის თავის მობმა როცა „მარტო მუშაობ და არ იცი როდის იქნება მზად“ ეს დიდ დროს და ფინანსებს მოითხოვს. სულ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მინიმუმ 30 კოსტიუმი მაინც, ამდენივე ჩანთით და მთელი ამბებით, თუმცა ამ გამოფენაზე გადავწყვიტე თითო-თითო ეგზემპლარი მაინც წარმოგვედგინა იმისა, რისი გაკეთებაც მე და ჩემს გოგონას შეგვიძლია. ამიტომ შევკერე ორი კაბა, რომელიც შემდეგ სალომ მოხატა და მისივე ესკიზით შექმნილმა ტყავის ჩანთამ დაამშვენა. მე და სალომ ავირჩიეთ სამი უსაყვარლესი მოდელი და მსოფლიოში ყველაზე სახალისო ფოტოსესიაც შედგა. როგორც მოყვარული ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ! ბუნებრივობა და ბავშვური სილაღე, დადგმული სცენარისა და პოზების ნაცვლად! აი ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრი და მივიღეთ კიდეც. ამ ფოტოებსაც 22 ივნისს. ჩვენს ნამუშევრებთან ერთად გამოვფენთ.

- სალომეზე მოგვიყევი, როგორ ჩართე ამ საქმეში?

- შეიძლება ითქვას, რომ ამ ამბავში ამჯერად სალომ ჩამრთო მე! მასაც ძალიან იზიდავს ხელოვნება და მგონი უფრო ძერწვისკენ იხრება. ორი წლის წინ, საკუთარი სკოლის ფოიეში (#115 საჯარო სკოლა) თავისი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. მერე რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მიიწვიეს. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც 2015 წელს გლდანის პროფესიული განვითარების ცენტრში გაიმართა, გლდანის რაიონის გამგებელი, ბატონი ბესიკ ქარცივაძე ესწრებოდა. ძალიან სასიამოვნო იყო ფაქტი, რომ მან დადებითად შეაფასა და დიდი დრო დაუთმო სალოს ნამუშევრების გულდასმით დათვალიერებას...

მას შემდეგ ერთად მივიღეთ მონაწილეობა 13 ივნისს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო გამოფენაში, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სალოს ერთი ნაკეთობა გაიყიდა კიდეც, ორივეს ჩვენივე მოხატული ბეჰემოთიანი მაისურები გვეცვა... წელს, მაისში მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ნინი სანადირაძეს შევხვდი თოჯინების საერთაშორისო დღისთვის გამართულ საღამოზე და სალოს რამდენიმე ნამუშევარი ვაჩვენე. ქალბატონმა ნინიმ სალოს გამონაკლისის სახით უფლება დართო თავისი ნამუშევარი 15 მაისს პროფესიონალ მეთოჯინეთა ნამუშევრებს შორის გამოეფინა. ასე შეიქმნა თოჯინა „თამარ მეფე“. იმ საოცარმა გამოფენამ ჩემზეც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მეც და სალომაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. ორ დიდ დარბაზში დამთვალიერებელთა ტევა აღარ იყო... სწორედ ამ გამოფენაზე შეამჩნია და იცნო ბატონმა ბესიკმა სალომე და გამოფენის გამართვა ამჯერად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შესთავაზა. ოფიციალურ შეხვედრაზე მისულებს ბატონი ბესიკი იმდენად გულღიად დაგვხვდა, რომ ჩვენს შორის მეგობრული საუბარი გაიმართა და როცა ჩემი ჰობის შესახებ შეიტყო, ასეთი საინტერესო იდეა გაუჩნდა, გაგვეკეთებინა ერთობლივი გამოფენა.

- რატომ "კვალზე"?

- მიხარია, რომ სალო პატარა ასაკიდან დაინტერესდა ხელოვნებით. მუშაობის დროს სულ მაკვირდება, მეკითხება, იდეებს მაწვდის, დახმარებას მთავაზობს, დამოუკიდებლადაც ცდილობს, ჩემს ინსტრუმენტებთანაც მუდმივად აქვს წვდომა. ამ გამოფენის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს, თავის დროზე, მე თითქოს ჩემით, ბრმად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ხელოვნებისკენ, სალო კი პატარობიდანვე ჩემს კვალში ჩადგა, მოკუნტრუშებს და ალბათ ძალიან მალე გამისწრებს კიდეც.

ასე რომ თინიკო და სალომე დიდი სიყვარულით გეპატიჟებიან საკუთარი ნამუშევრების გამოფენაზე, რომელიც გაიმართება 22 ივნისს, 7 საათზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში (თავისუფლების მოედანი, ყოფილი მერიის შენობა) .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42