"როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად უწმინდესთან მამა გიორგის ადვოკატებთან ერთად ვითხოვდით შეხვედრას, საპატრიარქოს პოზიცია იყო, რომ ილია მეორე დეკანოზის ოჯახს მამა გიორგის ინტერესების დამცველების გარეშე შეხვდებოდა - რაზეც დავთანხმდით, თუმცა მას მერე შეხვერა ვერ ხერხდება. საპატრიარქოს წარმომადგენლები, ხან მეუბნებიან, რომ პატრიარქი თბილისშია, ხანაც ამბობენ რომ ბობოყვათშია. სამშაბათს დილით 11 საათზე უნდა შევხვედროდი, თუმცა ორშაბათ ღამე დამირეკეს მითხრეს, რომ იგი შეუძლოდ არის. ამის შემდეგ დაცვის ერთ-ერთ წევრს დაურეკე და მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხე, რაზეც მითხრა, რომ ილია მეორე თავს ძალიან კარგად გრძნობს და ამ წუთებში ლოცვას აღავლენსო. ასე გვატყუებენ... ცდილობენ, რომ მამა გიორგის ოჯახი და მისი მცირეწლოვანი შვილები პატრიარქთან ვერ შევიდნენ",- აცხადებს თორნიკე მამალაძე.
თუ დეკანოზის ოჯახის წევრებს პატრიარქთან შეხვედრის უფლება არ მიეცათ, ისინი თბილისში საპატრიარქოსთან აქციის გამართვას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






