"ბავშვები მუდმივი უჭმელობის, სიცივის და ნესტის გამო ხშირად ხდებიან ავად" - ფესვიანიძის ოჯახის გასაჭირი
საზოგადოება - 17:54, 16 Jun, 2017     2722
„ვის არ მივმართეთ დახმარების თხოვნით, სახელმწიფო უწყებებიც შევაწუხეთ, მაგრამ ელემენტერული დახმარებაც კი არავისგან მიგვიღია... ჩერნოვეცკის ფონდი ბავშვების უკანასკნელი იმედია. გთხოვთ, გადაარჩინეთ კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახი!“

ეს წერილი ანა ფესვიანიძეს ეკუთვნის, სოფელი ოჩხამურიდან, რომელსაც ბავშვები შიმშილისგან ეღუპება. პატარა ელენე სამი წლისაა, ირინა ექვსის, ზურიკო ათის, ნოდარი ცამეტის, თინათინი თექვსმეტის. მშობლებს ძალიან უყვართ შვილები, მაგრამ სამწუხაროდ სიყვარულის გარდა ყველაზე აუცილებელსაც კი ვერ აძლევენ.

ავადმყოფობამდე, მამა მუშაობდა და ოჯახს ინახავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა და ფიზიკურად მუშაობა ვეღარ შეძლო, ოჯახის მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.

ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ, ყოველგვარი პირობების გარეშე. ამ ნაგებობას „სახლი“ მხოლოდ პირობითად შეიძლება დავარქვათ. აქ არც წყალია გაყვანილი, არც გაზი და დენიც რამოდენიმე თვეა ჩაჭრილი აქვთ.

დედა შვილებთან ერთად წყალს ეზოდან ეზიდება, მაგრამ წყლის სახლამდე მოტანა პრობლემა არ იქნებოდა, ხელ–პირის დასაბანი ადგილი მაინც რომ ჰქონოდათ. ბანაობა ოჯახისთვის ცალკე პრობლემაა, ისინი მეზობლებთან ბანაობენ... საპირფარეშო და სამზარეულო კი ერთ ოთახში არის განლაგებული...

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 21–ე საუკუნეში მშობლებს მშიერი შვილების დაძინება უწევთ, მხოლოდ იმ იმედით, რომ ხვალ შეიძლება კეთილმა ადამიანებმა საკვები მიუტანონ.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, არა და სწავლა ძალიან უნდათ... მუდმივი უჭმელობის, სიცივის და ნესტის გამო ისინი ხშირად ხდებიან ავად. წამლების ყიდვა კი მშობლებს არ შეუძლიათ. თუ ერთი ბავშვისთვის წამალს შეიძენენ, სხვები მშივრები დარჩებათ.

გულთან ახლოს მიიტანეთ მათი გასაჭირი და იმოქმედეთ! ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროება ნებისმიერი სახის დახმარება: პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...

ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას რომანაძეების ოჯახის დასახმარებლად, თუ გაქვთ საშუალება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რომანაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან: chernovetskyifund.ge/ge/projects/199-romanadze/

არ დარჩეთ გულგრილნი, ერთად ვაკეთოთ ღვთისათვის სათნო საქმეები. უფლისთვის ყველაზე კარგი საქციელი სრულიად უცნობი გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42