"საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმთა მობილური ჯგუფები პირველადი კვლევების ჩასატარებლად 15-მდე სოფელში ჩავლენ
საზოგადოება - 14:21, 16 Jun, 2017     3251
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ უპრეცედენტო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ცენტრის ექიმები 15-მდე სოფელს ეწვევიან და იქ მცხოვრებ მოსახლეობას პირველად სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ აქციის ფარგლებში დაგეგმილია:

კარდიოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში კარდიოგრამა არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის მძიმე პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით;

მამოლოგის
კონსულტაცია სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავებისთვის; საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიის, ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევის ჩატარება;

გინეკოლოგის კონსულტაცია, გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა (პაპ-ტესტი);

უროლოგის კონსულტაცია და პროსტატსპეციფიური ანტიგენის PSA კვლევა, საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევა.

ნევროლოგის კონსულტაცია, ფიზიკური გამოკვლევა ხერხემლის თიაქარის გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მხედველობის გამოკვლევა.

პროექტში ასევე ჩაერთვებიან ოჯახის ექიმები.
მოსახლეობა კვლევების პასუხებს 2-3 სამუშაო დღეში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიიღებს.

სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია miiRos უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა.
ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. როგორც ცენტრის მენეჯერი თამარ მელიქიძე აღნიშნავს, მსგავი პროექტი სოფლის მცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ეს ძალზედ აუცილებელია დღევანდელ დროში. ექიმთა მობილური ჯგუფები აქციის ფარგელებში სკრინინგულ კვლევებს სოფლებშივე ჩაატარებენ, რაც საშუალებას მოგვცემს, დაავადებები საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ და შესაბამისად, პაციენტს შემდგომი მკურნალობისთვის რეკომენდაცია მივცეთ. ჩვენი სურვილია, არ დავაწესოთ ასაკობრივი შეზღუდვა. ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი. მას პერმანენტული სახე ექნება, ექიმთა მობილური ჯგუფები სოფლებში მომავალშიც ჩავლენ,“ - განაცხადა თამარ მელიქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42