საზარელი ფაქტი აფხაზეთში: ხაჯიმბას მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა
კრიმინალი - 12:54, 16 Jun, 2017     11131
ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ შსს-ს საიტზე გამოქვეყნდა.

გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ 12 ივნისს დილის 4 საათზე ასტამურ ჯაპუა მივიდა არასრულწლოვანი გოგონას სახლთან და ის იარაღის მუქარით და ფიზიკური ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა, შემდეგ ის ქვემო ეშერას მიტოვებულ სპორტდარბაზის ტერიტორიაზე მიიყვანა. მიაბა ხეზე, რამდენიმე გასროლა განახორციელა მისი მისამართით, შემდეგ სცემა. როდესაც გოგონამ გონება დაკარგა ჯაპუამ ის გააუპატიურა, რის შემდეგაც ის სახლში მიიყვანა,

ჯაპუაზე ძებნაა გამოცხადებული, მის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლითაა აღძრული, ეს არის: გაუპატიურება სიკვდილის მუქარით, სექსუალური ძალადობა 14 წლამდე მიუღწეველთან და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება. ადგილობრივი მოსახლეობა ბრალდებულის დაუყოვნებლივ პოვნასა და “ლინჩის წესით” გასამართლებას ითხოვს.

როგორც ცნობილი გახდა ჯაპუა ე.წ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან მიმდინარე წლის 8 ივნისს გაათავისუფლეს. თუმცა როგორც აფხაზი ოპოზიციონერი ირინა აგრბა წერს ჯაპუა არა მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა, არამედ ე.წ პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მძღოლიც იყო:

„პრეზიდენტის მძღოლმა (?), სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა? დიახ, ჩვენ საქმე გვაქვს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ბანკროტებთან, არამედ მორალურად მახინჯ ადამიანებთან. დამნაშავე იძებნება? მინისტრი თავის პოსტზეა? პრეზიდენტი დუმს? ხელმძღვანელობამ ჯოპუა ჯერ კიდევ 8 ივნისს გაუშვა? მორალისტ-ტელევიზიას ცხელი ამბის გაყინვა უნდა? ხელისუფლება ეცემა და ეცემა, მიუხედავად გარე ძალების მხრიდან „დაზღვევისა“, სამწუხაროდ ჩვენც მათთან ერთად მივექანებით უფსკრულისკენ“- წერს აგრბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42