თსუ-ში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა გაიმართა
განათლება - 19:23, 15 Jun, 2017     1855
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილე ულრიხ გროტჰუსი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ღონისძიება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო კავშირებს ეძღვნება და ორგანიზებულია DAAD-თან ერთად, რომლის კურსდამთავრებულებს მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. “1988 წლიდან მოყოლებული თსუ-ს DAAD-თან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. წარმოვადგენთ იმას, რაც ერთობლივად უკვე გაკეთებული გვაქვს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მომავალი, რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ჰორიზონტი 2020-ის წევრი, გაცილებით მეტი საშუალება გვაქვს, რომ ერთობლივი სამეცნიერო პროექტები ვაწარმოოთ.“-განაცხადა რექტორმა.

DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ულრიხ გროტჰუსის აზრით, საქართველო არის DAAD-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი უკვე მრავალი წელია და ამ ხნის განმავლობაში საქართველოდან ასობით სტიპენდიატი იყო ჩართული პროექტებში.

„გერმანული სტიპენდიებით, მათ შორის სტუდენტური, სადოქტორო სტიპენდიებით, სამეცნიერო გაცვლითი პროექტებით ძალიან ბევრი ქართველი და გერმანელი სტუდენტი თუ მეცნიერი სარგებლობს. გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების და ინტეგრაციის პროცესის. განათლების სფეროში ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს DAAD-ის კურსდამთავრებულებს მივესალმებით, მადლობა ვუხადით ამ ორგანიზაციას და დავსახავთ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებს,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„გერმანიასა და საქართველოს ძალიან აქტიური ურთიერთობა აქვთ აკადემიურ სფეროში, რომელიც ყოველ წელს იხვეწება. დიდი მადლობა DAAD-ს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც მრავალი წელია აქტიურად ეწევა. ეს სტიპენდია განათლების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლამ კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო გერმანიას და ევროპას. DAAD-ი ერთგვარი ხიდია საქართველოსა და გერმანიას შორის,“- განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ორგზის სტიპენდიატია თსუ პროფესორი, თბილისის მერი დავით ნარმანია. „მე როგორც ამ პროგრამის ორგზის სტიპენდიატი მოხსენებას გავაკეთებ ჩვენი ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობებზე. გერმანულ გამოცდილებასა და ადგილობრივ რეალობაზე დაყრდნობით ვისაუბრებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის გერმანული ინვესტიციების განხორციელება,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები: პარტნიორები ტრადიციასა და ინოვაციას შორის“ საქართველო-გერმანიის წლის მრავალფეროვანი თემებისა და ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. ამ შეკრებით ტრადიციულად აღინიშნება ინტენსიური სამეცნიერო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ორდღიან ღონისძიებაზე თსუ-ში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაახლოებით 120 ყოფილი სტიპენდიატი იკრიბება და მონაწილეობას იღებს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების პლენარულ და საგნობრივ მოხსენებების განხილვასა და დისკუსიებში. მოხსენებები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს სასამართლო სისტემის ევროპეიზაცია, საქალაქო ეკოლოგია არქიტექტორებისა და გარემოს დამცველების მონაწილეობით, ქართულ-გერმანული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები, აქტუალური დისკურსები ისტორიასა და საზოგადოებაში, ქართული ეკონომიკისა და პოლიტიკის ტრანსფორმაციის პროცესები, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული სამედიცინო სტანდარტების დაახლოება აქტუალურ სტანდარტებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42