არგენტინული კლუბის "პასიფიკოს" ფეხბურთელმა ფედერიკო ალენდემ აღიარა, რომ ერთერთი მატჩის დროს იგი მოწინააღმდეგეებს ნემსით ჩხვლეტდა.
ამის შესახებ მან რადიოეთერში განაცხადა. მან სიცილით გაიხსენა გასულ კვირას, არგენტინის თასას გათამაშების მატჩი კლუბ "ესტუდიანტესთან". რომლის დროსაც მან მოწინააღმდეგეს არაერთხელ უჩხვლიტა ნემსი."ეს რთული თამაში იყო, უნდა გვეუხეშა და მე "ესტუდიანტესის" თავდამსხმელებს რამდენჯერნე ვუჩხვლიტე ნემსი," - განაცხადა ფეხბურთელმა.
მისი სიტყვები დაადასტურა "ესტუდიანტესის" ფეხბურთელმა ხუან ოტერომ, რომელმაც განაცხადა, რომ მას ოთხჯერ უჩხვლიტეს, ამის შესახებ ოტერომ მსაჯსაც განუცხადა, თუმცა მან ეს განაცხადი სერიოზულად არ ჩათვალა.
მატჩი "პასიფიკომ" მოიგო.
"პასიფიკო" არგენტინის ჩემპიონატში მეოთხე დივიზიონში თამაშობს, ხოლო "ესტუდიანტესი" რამდენჯერმე იყო ქვეყნის ჩემპიონი/.
ალლენდეს აღსარებამ უკვე გამოიწვია სკანდალი არგენტინაში. კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი ალლენდეს გუნდიდან გააგდებს. ანულირდება თუ არა მატჩის შედეგი, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები