,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ლადო წითლიძის წერილს:
ამ სტატიით მინდა, გამოვხატო გულისტკივილი სასულიერო სემინარია-აკდემიაში არსებული მდგომარეობის გამო. წლების განმავლობაში სასულიერო აკადემიაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფრასტრუქტურული და სასწავლო პროცესში არსებული გარღვევებით. უმთავრესი პრობლემა გახლავთ სასწავლებლის ადმინისტრაციის დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათგან სერვილური განწყობით დაქვემდებარებას გულისხმობს.
სასწავლებელში სადაც, ადამიანი და მისი პირადი თავისუფლება უმაღლესი ღირებულებას უნდა წარმოადგენდეს, აბსოლუტურად ჩახშობილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მკაცრად ისჯება კრიტიკული აზრი. საუბარია არა მხოლოდ ადმინისტრაციის კრიტიკაზე, არამედ წმინდად სამეცნიერო, საღვთისმეტყველო საკითხებზეც კი (ზეწოლის მაგალითები უამრავია).
მონურ-მლიქვნელური დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოხატულება არის სასულიერო პირისადმი ხელზე მთხვევის (ლოცვა-კურთხევის გამოთხოვის ,,განსაკუთრებული’’ წესი რექტორისთვის) იძულებით მოთხოვნა, რომლის არ შესრულების შემთხვევაში სტუდენტი იღებს მკაცრ სიტყვიერ გაფრთხილებას ან უწევს ე.წ. "მონანიების ხელწერილის" დაწერა (უკიდურეს შემთხვევაში აკადემიურის აღება). ამას ემატება სასწავლების რექტორის, პროტოპესვიტერ გიორგი ზვიადაძის და სასწვლების მოძღვრთა უხეში დამოკიდებულება სტუდენტებისადმი (ყვირილი, იმპერატივიზმი, სიარულის მანერის ან უბრალოდ სახის გამომეტყველების გამო ახსნა-განმარტების ბარათის დაწერა).
სტუდენტური პროტესტის შემაკავებელ ბერკატად იყენებენ შანტაჟს - სასწავლებლიდან გარიცხვა, გამოცდებზე და სადიპლომოს დაცვისას ჩაჭრას, სასულიერო პირად კურთხევის დაბრკოლება და ა.შ. საერთო საცხოვრებელში ყოველდღიური ხასიათი აქვს დამადლება-დაყვედრებას: "გაჭმევთ, გასმევთ, გაცხოვრებთ" ( რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი და შესაბამისად, თითოეული სტუდენტიც აფინანსებს, საკუთარ და ახლობელთა ოჯახისწევრებს ასაქმებენ და შტატებს ბერავენ, ასევე პრემიებს უაზროდ წერენ)… რითაც ხდება სტუდენტებში კომფორმიზმისტული განწყობის გაღვივება კრიტიკის ტალღის გასანელებლად.
სასულიერო აკადემიის უნიათობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულების უმეტესობა ვერ ღებულობს დიპლომს, რომელსაც ყოველწლიური ხასიათი აქვს, 25-35 კურსდამთავრებულიდან დიპლომს ღებულობს 2 ან 3 სტუდენტი, ცხადია, რომ ეს გახლავთ სასწავლებლის პრობლემა და არა სტუდენტების, რადგან მას აქვს ყოველწლიური ხასიათი. ეს მდგომარეობა გამოწვეულია აგრეთვე, სასულიერო აკდემიაში არსებული, რეპრესიებით-დაშინება
დაშანტაჟებით: ნეპოტიზმი, ძალადობა, ახლობელთა (მლიქვნელთა და დამსმენთა) წახალისება აკადემიის ნამდვილი სახეა დღემდე!
არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციას მტრული დამოკიდებულება აქვს განსხვავებული აზრისა და კრიტიკასადმი. ისინი ცდილობენ თავიანთი ძალაუფლება გამოიყენენო არა ეკლესიის სასიკეთოდ, არამედ თავიანთი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დასანანია, როცა ამას კონკრეტული სასულიერო პირები აკეთებენ წმინდა ეკლესიის სახელით. როდესაც ისინი ეკლესიის მტრად აცხადებენ ვინმეს, ეკლესიაში გულისხმობენ თავიანთ კომფორტსა და კეთილდღეობას, ისინი მზად არიან საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის გაწირონ ნებისმიერი პიროვნება. გამოაცხადონ მტრად ყველა, ვინც კი ხმას ამოიღებს და საფრთხეს შეუქმნის მათ ძალაუფლებას.
მასალის გამოყენების პირობები






