საზმაუ ჩვენია - „წითელი ზონისა“ და ინტერVIEW-ის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება
საზოგადოება - 17:05, 14 Jun, 2017     1651
გადაცემების „წითელი ზონისა“ და ინტერVIEW-ს მხარდასაჭერად, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ივლისის თვიდან ეთერში აღარ გავა, 16 ივნისს, პარასკევს, 13 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია „საზმაუ ჩვენია“ იგეგმება. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული ჟურნალისტი, ლაშა მესხია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ დაიხურა. გადაცემების დახურვა და მაუწყებელში განსხვავებული აზრის დევნა დღეს არ დაწყებულა. ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში შიშმა და განუკითხაობამ დაისადგურა. საფრთხე შეექმნა 1200 ზე მეტ დასაქმებულს, თუმცა მაშინ სამოქალაქო პროტესტის გამო ნეგატიური პროცესების შეფერხება მოხერხდა, თუმცა როგორც გაიკრვა დროებით!

ივლისის თვეში საფრთხე სხვა გადაცემებთან ერთად ელის მეორე არხს და იქ დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას. ახლა გაჩუმების და მოცდის დრო არაა!

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის ტელევიზია და არა რომელიმე პოლიტიკური ელიტის, შესაბამისად იმ გადაცემების დახურვა, რომელიც პოლიტიკური თუ სხვა საკითხების მიმართულებით იყო მწვავე და შეიცავდა ანალიზს საფრთხეს უქმნის არა მარტო რომელიმე დასაქმებულს, არამედ მაუწყებლის იდეას.

დიახ დღეს საფრთხის წინაშეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მკვეთრად ევროპული ინსტიტუტი.

ჩვენ, როგორც ამ ტელევიზიის პირდაპირი ინვესტორები ვალდებულები ვართ დავიცვათ ის!

საზმაუ ჩვენია და არავის არ აქვს უფლება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს მის ირგვლივ!

საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად აქცია გაიმართება პარასკევს 16 ივნისს ორგანიზაციის კიბეებთან.

13 საათზე ველოდებით მაუწყებლის მაყურებლებს, მათ ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყანაში ევროპული ძლიერი ინსტიტუტის არსებობა!”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42