„აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს, გუმბათის თითქმის ყველა სარკმლზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათივ ჩანს წყლის ლაქები. სპეციალისტების დასკვით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა. კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლადწარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი.
ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელ კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შპს „არქიტექტორები და კომპანია“-მ არსებული ნაკლოვანებები დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოასწოროს.
აღნიშნულ ვალდებულებას, სამშენებლო ჯგუფს საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე გაფორმებული ხელშეკრულება აკისრებს.
16 ივნისს მხარეები თბილისში კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც უფრო კონკრეტულად განისაზღვრება აღდგენითი მეთოდოლოგია.“- აღნიშნულია განცხადებაში.










მასალის გამოყენების პირობები






