ტრეინინგ კურსი მიგრაციის შესახებ - „PLUS1Aid Refugees Weclome", შემუშავებული იყო „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროსა“ (Student-Youth Council) და გერმანული ორგანიზაციის European Ways e.V.-ის მიერ . პროექტი, პროგრამის „ერაზმუს+“ (Erasmyus+) ფარგლებში, გერმანიის ნაციონალური სააგენტოს მიერ დაფინანსდა.
ტრეინინგ კურსში, რომელიც ქობულეთში, 10-17 აპრილს ჩატარდა, საქართველოს, გერმანიის, თურქეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინისა და საბერძნეთის 28 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
პროექტის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
- ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკის შესწავლა და პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობის გაზრდა;
- ცნობიერების ამაღლება მიგრაციის პროცესის შესახებ;
- ევროპაში სოციალური ინტეგრაციის სტიმულირება;
- მიგრაციის თემაზე მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკის გაზიარება;
- არაფორმალური განათლებისა და სოციალურ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა.
- Erasmus+-ის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცის გავრცელება.
აღნიშნულ თემაზე პირველ ტრეინინგ კურსს, "სტუდენტურ-ახალგაზრულმა სათათბირომ" გასული წლის მაისში უმასპინძლა.
საერთაშორისო პროექტში მონაწილე 7 ქვეყნის წარმომადგენლებმა 8-დღიანი ტრეინინგის განმავლობაში , მოწვეულ და ადგილობრივ ექსპერტებთან, ერთად მიგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს, საკუთარი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად საქართველოში არსებულ ვითარებაზე, პროექტის მონაწილეებისთვის სესია ჩაატარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საქართველოში.
ტრეინინგ კურსის განმავლობაში, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა PLIS1Aid Platform, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული პრობლემების, გამოწვევების, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. პლატფორმა ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც Erasmus+ სთავაზობს ახალგაზრდებს. გარდა ამისა, ეს არის სივრცე, რომლის გამოყენებასაც შეძლებს შვიდივე ორგანიზაცია მომავალი აქტივობების შესახებ ინფრომაციის გსავრცლებელად. შვიდივე ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ პლატფორმა დადებითი იმპულსი იქნება საზოგადოებისთვის.
„პროექტს, PLUS1Aid Refugees Weclome" , რომელიც დაფინანსებულია შვედეთის ნაციონალური სააგენტოს მიერ , საქართველოში სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო მასპინძლობს. ჩვენს პარტნიორ 6 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში არსებული ვითარება მიგრაციასთან დაკავშირებით, გავუზიარეთ ჩვენს ქვეყნებში არსებული ვითარება და გამოცდილება. სტუდენტურ-ახალგაზრდული საბჭო განაგრძობს აქტუალურ და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე პროექტების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდების მოტივირებისა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდისკენ არის მიმართული “ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ირაკლი მჟავანაძემ.
რაც შეეხება მასპინძელ ორგანიზაციას, „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“ (Student-Youth Council) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, მიმართულია ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაზე არაფორმალური განათლების შეთავაზებით, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების განვითარებაზე პრაქტიკული ხელშეწყობის გზით.
ორგანიზაციას საქმიანობის 15-წლიანი ისტორია გააჩნია. დღესდღეობით მუშაობს შემდეგი პროგრამული მიმართულებით: ახალგაზრდობის ინტეგრაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; მოხალისეობის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიული მმართველობის/თვითმმართველობის დამკვიდრება და განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო აქტივობებში.
მასალის გამოყენების პირობები