„ბირჟა მაფიას“ საქმე - გადაცემა არჩევანში მიწვეული გიორგი ქებურია აცხადებს, რომ კლიპის სცენარი მუსიკოსების იდეა არ ყოფილა. რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას, ქებურიამ განაცხადა, რომ ბრალდებული რეპერების კუთვნილება მხოლოდ მუსიკა და ტექსტია, სადაც არ არის არავითარი შერაცხმყოფელი ფრაზები:
„ჩვენ ვართ სიმღერის ავტორები, კლიპი ჩვენი იდეა არ ყოფილა, ეს სცენარი ჩვენი მოფიქრებული არ არის და მითუმეტეს, ჩვენი სათქმელი არ არის ის სცენარი, რაც მაყურებელმა ნახა. კლიპის დადებამდე ჩვენ ერთად შევთანხმდით, რომ გერბი უნდა ყოფილიყო დაფარული, წარწერა პოლიცია უნდა ყოფილიყო დაფარული, არ გვინდოდა გერბის შეურაცხყოფა, ამ ყველაფერს ვუყურებდით იუმორისტული თვალით. დაიდო ღიად, თუმცა, გერბი და წარწერა იყო დაფარული.
ჩვენ არ ვართ კლიპის იდეის ავტორები, ჩვენი იყო ტექსტი დამუსიკა, იმ ტექსტი შეურაცხმყოფელი ფრაზები არ არის საიმისოდ, რომ პოლიციელს თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო“, - აცხადებს გიორგი ქებურია.
მასალის გამოყენების პირობები






