პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
საზოგადოება - 17:43, 13 Jun, 2017     13637
16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება:

რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე:

პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით

26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით

კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ

ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით

ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით

იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ

ანა კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით

დროებითი სქემიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან.

კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.

პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება.

ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემასაც შეეხება:

გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის გავლით ბახტრიონის, მიცკევიჩის, კანდელაკის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედანზე მოხვედრა, საიდანაც პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ხოლო ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ბექას ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის გავლით.

გაგარინის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბექას ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე, საიდანაც გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

ვახუშტის ხიდიდან საბურთალოსა და გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან ავა სააკაძის მოედანზე, მარჯვნივ მოხვევით გაივლის შარტავას ქუჩას, მობრუნდება ჟვანიას მოედანზე და პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

ყაზბეგის გამზირიდან პეკინისა და გაგარინის ქუჩებისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი გაივლის ჯერ პეკინის ქუჩას, შემდეგ ანა კალანდაძის ქუჩიდან გაუხვევს შარტავას ქუჩაზე და გაგარინის ქუჩის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით

ყაზბეგის გამზირიდან ვახუშტის ხიდისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი ყაზბეგის გამზირიდან გაუხვევს პეკინის ქუჩაზე, 26 მაისის მოედანზე მობრუნდება მარცხნივ და კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის გავლის შემდგომ მოძრაობას ვახუშტის ხიდისკენ გააგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42