ქალაქ გორში პარკირების ელექტრონული სისტემა დაინერგა
საზოგადოება - 17:30, 13 Jun, 2017     2585
მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან პარკირების გადასახადი სავალდებულო ხდება, ხოლო უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება. პარკირებაზე ნებართვის მოსაპოვებელი აბონემენტების შეძენა გორელ მძღოლებს უკვე შეუძლიათ ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე.

აღნიშნული ინფორმაციის შესამაბისი შეტყობინებები დღეს მერიის შპს ,,გორის სერვისჯგუფის“ წარმომადგენლებმა მძღოლებს დაურიგეს და ჟურნალისტებს ახალი სისტემის მუშაობის პრინციპი გააცნეს.

ახალი ელექტრონული სისტემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების მოწესრიგების მიზნით შეიქმნა. აქამდე პარკირება ხორციელდებოდა კონტროლიორების სისტემით, რომელიც ხელზე გადახდისა და ე.წ. ,,სტაიანშიკების“ მომსახურების პრაქტიკის გამო არაკომფორტულთან ერთად არაეფექტურ სისტემას წარმოადგენდა. ახალი სისტემის მიხედვით კი მძღოლის მიერ აბონემენტის შესაძენად გადახდილი თანხა აისახება ელექტრონულ ბაზაში და მოხმარდება პარკირების სისტემის შემდგომ განვითარებას. ხოლო ჯარიმის სახით გადახდილი თანხები აკუმულირდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

პარკირების სისტემა, რომელიც გორში უნდა ამოქმედდეს, ქუთაისის, თბილისის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების სისტემების ანალოგიაა. გორის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სისტემა დღემდე მოუწესრიგებელ პარკირების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.

პარკირებას გორში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის №25 დადგენილებით, გორის მერიის მიერ დაფუძნებული შპს ,,გორის სერვისჯგუფი“ ახორციელებს. შპს-ს წარმომადგენლები მონიტორინგს გაუწევენ პარკირების ადგილებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ ჯარიმას დააკისრებენ. ჯარიმის შესახებ შეტყობინებას დამრღვევი მძღოლი ფოსტის საშუალებით მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42