თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია - „მარიამ ლორთქიფანიძე - 95“ გაიმართა
საზოგადოება - 14:25, 13 Jun, 2017     2014
აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კონფერენციაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ იუბილე მიულოცა მარიამ ლორთქიფანიძეს, ყურადღება გაამახვილა საქართველოს უახლეს ისტორიაში მის როლზე. „ძალიან კარგია, რომ სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნება ქალბატონ მარიკას იუბილე. კონფერენციაში აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტები. მარიკა ლორთქიფანიძემ თაობები აღზარდა. მისი ღვაწლი ქართულ მეცნიერებაში არის უზარმაზარი,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მარიამ ლორთქიფანიძე ნამდვილად არის იმ რანგის მოღვაწე, რომელიც მთელი საქართველოსთვის და მთელი ჩვენი სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის არის უძვირფასესი შენაძენი მისი სამეცნიერო ნაშრომების, პროდუქტიულობის და სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი აქტიური მონაწილეობის გათვალისწინებით. მინდა ვისურვო, ქალბატონი მარიამის 100 წლისთავზეც გვქონდეს საშუალება, რომ მივულოცოთ მას და ვუსურვოთ შემდგომი ნაყოფიერი მოღვაწეობა,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„გულწრფელად მეამაყება, რომ ვცხოვრობ ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძის საქართველოში. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში მეცნიერების განვითარებაში. იგი გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვნი საზოგადო მოღვაწე, რომლის განსაკუთრებით აქტიური როლი გვახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესებთან დაკავშირებულ მოვლენებში,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42