„თუ ქმედითი ღონისძიებები არ გატარდა, დანარჩენსაც იგივე ბედი ელის ეს არის ძირითადად მუზეუმში დაცული ხელნაწერები და ფოტომასალა, თანამშრომლები ორი დღეა განადგურებულ არქივს ვაშრობთ.“- განაცხადა მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ.
"კარგია საქმე რომ კეთდება მაგრამ ერთ საქმეს მეორე არ უნდა გადავაყოლოთ - აცხადებს მუზეუმის ფონდების მცველი მანანა ლომაძე
როგორც ცნობილია, მუზეუმის შენობის მარცხენა ფლიგელში შპს `კომფორტი -2005~ ფოლკოლორის ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. პარასკევს, 9 ივნისს მშენებლებმა, შენობაზე ბეტონის სახურავის ზედა შრის მოხსნამდე, ფონდის მასალები რომ ინახებოდა, ის ადგილი გადახურეს, თუ როგორ _ სურათზე ჩანს. თუმცა, ესეც რომ არ გაეკეთებინათ, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა. ვერაფერი ნუგეშია ისიც, რომ სახურავზე ახალი ბეტონის მოსხმა თითქმის დაასრულეს, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ სრულყოფილად დამთავრებამდე მასში წყალი არ გაატანს.
მასალის გამოყენების პირობები






